მისტერიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომანის პირველი გამოცემის გარეკანი (1892)

მისტერიები“ (ნორვ. Mysterier) — ნობელის პრემიის ლაურეატის, ნორვეგიელი მწერლის კნუტ ჰამსუნის ფსიქოლოგიურ მოდერნისტული რომანი. პირველად გამოიცა 1892 წელს ნორვეგიაში. კრიტიკოსები მას მწერლის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევენ.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნორვეგიის ერთი პატარა ქალაქის საზოგადოება შეშფოთებულია 29 წლის, ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილი, ექსცენტრული იოჰან ნაგელის გამოჩენით, რომლის წარსულის შესახებაც არავინ არაფერი იცის. იგი თავს ასაღებს აგრონომად, თუმცა როგორც შემდეგ გამოჩნდება, იგი ტყუის. მისი არაადეკვატური ქცევების შედეგად, ნაგელი მალევე ხდება ქალაქის მაცხოვრებელთა ყურადღების ცენტრში. იგი უმეგობრდება ხეიბარ, ყველასაგან დაჩაგრულ იოჰან გრეგორდს, რომელსაც ყველა ემწუთას უწოდებს. აგრეთვე, ნაგელი დაინტერესებულია ქალაქის ერთ-ერთი მაცხოვრებლის, კარლსენის თვითმკვლელობით, რომელმაც ეს სავარაუდოდ, უიმედო სიყვარულის გამო ჩაიდინა. ნაგელი ხშირად კამათობს ქალაქის მაღალი ფენის ადამიანებთან სხვადასხვა ფილოსოფიურ საკითხებზე, რომლის დროსაც იგი ძალიან ბევრ გამორჩეულ მწერალსა თუ საზოგადო მოღვაწეს მიწასთან ასწორებს, ლევ ტოლსტოის მქადაგებელს უწოდებს. შემდგომში, ნაგელს თავად უყვარდება დანიშნული ქალი — დაგნი შელანდი — რომლის გამოც კარლსენმა თავი მოიკლა, თუმცა ქალი მასაც უარით ისტუმტრებს. იოჰან ნაგელის გონებაში იწყება სულიერი ორთაბრძოლა, რაც მისი თვითმკვლელობით სრულდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]