მისაკ მანუჩანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მისაკ მანუჩანი
Manouchian portrait crop.jpg

დაიბადა1 სექტემბერი, 1906
ადიამანი, ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა21 თებერვალი, 1944 (37 წლის)
ეროვნებასომეხი; ფრანგი
საქმიანობა პოეტი; პოლიტიკური აქტივისტი;

მისაკ მანუჩანი (დასავლეთ სომხ. Միսաք Մանուշեան; დ. 1 სექტემბერი, 1906 — გ. 21 თებერვალი, 1944) — ფრანგი-სომეხი პოეტი და კომუნისტი აქტივისტი. 1925 წელს, სომეხთა გენოციდის შემდეგ ის საფრანგეთში გადავიდა ლიბანის ბავშვთა სახლიდან. ის აქტიური მოღვაწე იყო კომუნისტურ სომხურ ლიტერატურულ წრეებში. მეორე მსოფლიო ომის დროს ის გახდა FTP-MOI-ს სამხედრო კომისარი, ეს იყო ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ევროპელი ემიგრანტებისგან, მათ შორის ბევრი ებრაელისგან. ერთ-ერთი ავტორის აზრით, მანუჩანის ჯგუფი იყო ყველაზე აქტიური ფრანგული წინააღმდეგობის ჯგუფი. მანუჩიანი და მისი ბევრი ამხანაგი 1943 წლის ნოემბერში დააპატიმრეს და ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს ფორტ მონ-ვალერიენში 1944 წლის 21 თებერვალს. ითვლება ფრანგული წინააღმდეგობის გმირად.[1] [2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისაკ მანუჩანი დაიბადა 1906 წლის 1 სექტემბერს, ადიამანში, ოსმალეთის იმპერიის სომეხი გლეხის ოჯახში. [3] მისი მშობლები დაიღუპნენ 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს, მაგრამ მან და მისმა ძმამ მოახერხეს გადარჩენა.[4] [5] 1920-იან წლებში იგი დასახლდა ლიბანში, ბავშვთა სახლში, სადაც მან განათლება მიიღო. 1925 წელს, მანუჩანი საფრანგეთში გადავიდა. [3]

საბოლოოდ, მანუჩანი პარიზში დასახლდა, სადაც ციტრონის ქარხანაში ოპერატორად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში ხშირად სტუმრობდა ადგილობრივ ბიბლიოთეკებს. მოგვიანებით, შეუერთდა პროფესიული გაერთიანების ეროვნულ ასოციაციას, შრომის გენერალურ კონფედერაციას. 1930-იან წლებში, მსოფლიო მაშტაბის ეკონომიკური კრიზის, დიდი დეპრესიის დროს, მან სამსახური დაკარგა. იმედგაცრუებულმა, შემოსავლის მცირე წყარო მოქანდაკეების მოდელობით ნახა.

პოლიტიკური და ლიტერატურული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წელს მანუჩანი შეუერთდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიას. [3] 1935 წლიდან 1937 წლამდე რედაქტორობდა სომხურენოვან მემარცხენეების ყოველკვირეულ გაზეთს Zangou. გაზეთი იყო ანტიფაშისტური, ანტიიმპერიალისტური და პრო-საბჭო. [3]

მანუჩანი ლექსებს წერდა. მან ამერიკელ მეგობართან, კეღამ ათმადჯიანთან ერთად დააარსა ორი კომუნისტური ლიტერატურული გაზეთი, Tchank და Mechagouyt. ისინი სტატიებს ფრანგული ლიტერატურისა და სომხეთის კულტურის შესახებ აქვეყნებდნენ. ორივე მათგანი სორბონის უნივერსიტეტში ლიტერატურის, ფილოსოფოსიის, ეკონომიკისა და ისტორიის კურსებზე სწავლობდნენ.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი ინახება გერმანიის ფედერალურ არქივში

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წლის სექტემბერში, მანუჩანი, როგორც უცხოელი, პარიზიდან გადაასახლეს. მან სამსახური იპოვა რუენის მხარეში, ისევ ოპერატორად. 1940 წელს, ის დაბრუნდა პარიზში და აღმოაჩინა, რომ მისი პოლიტიკური საბრძოლო მოქმედებები უკანონო გახდა. (საფრანგეთის ხელისუფლებამ აკრძალა კომუნისტური პარტია ჯერ კიდევ 1939 წლის სექტემბერში.) 1941 წლის 22 ივნისს, როდესაც ნაცისტებმა საბჭოთა კავშირში შეჭრა დაიწყეს, მანუჩანი ანტიკომუნისტური შეკრების დროს, ოკუპანტმა გერმანელებმა დააპატიმრეს. მისი მეუღლის, მელინი ასადურიანის ძალისხმევის შემდეგ მისაკი გაათავისუფლეს.

მანუჩანი გახდა მიწისქვეშა შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხური განყოფილების უფროსი, მაგრამ 1943 წლამდე მისი საქმიანობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. იმავე წლის თებერვალში მანუჩიანი გადაიყვანეს FTP-MOI-ში, შეიარაღებული პირებისა და დივერსანტების ჯგუფში.

მანუჩანი გახდა FTP-MOI-ის ლიდერი, მან ბორის ჰოლბანი ჩაანაცვლა. [6] მანუჩიანის ჯგუფებმა განახორციელეს თითქმის ოცდაათი წარმატებული შეტევა, 1943 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე. [7] შარლ აზნავური და მისი ოჯახის წევრები იყვნენ მანუჩანის ჯგუფის წინააღმდეგ, ომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი ებრაელებსა და სომხებს ნაცისტური დევნისგან გადარჩენაში ეხმარებოდნენ.

1943 წლის 16 ნოემბერს [8] საფრანგეთის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მანუჩანის ჯგუფი, [9] ევრი-პეტი ბურგში. მისმა თანამგზავრმა მელენემ მოახერხა პოლიციისგან თავის დაღწევა. [10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bowd, Gavin (December 2014). „Romanians of the French Resistance“. French History. 28 (4): 541–559. doi:10.1093/fh/cru080.
  • Khaleyan, Ervand (1946). „Նյութեր Միսակ Մանուշյանի մասին [Materials on Missak Manouchian]“. Bulletin of the Academy of Sciences of the Armenian SSR: Social Sciences (სომხური) (4): 71–86. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-21. ციტირების თარიღი: 2021-10-14.
  • Manouchian, Mélinée (1954). Manouchian (fr). Paris: Les Éditeurs français réunis. 
  • Poghossian, Varouzhan (1985). „Միսաք Մանուշյանի նամակները [Misak Manushian's letters]“. Lraber Hasarakakan Gitutyunneri (სომხური) (7): 90–92. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-01. ციტირების თარიღი: 2021-10-14.
  • Daeninckx, Didier (2009). Missak: l'enfant de l'Affiche rouge (fr). Perrin. ISBN 978-2262028022. 
  • Benson, Darcy Colleen (2014). „Communist, Foreigner, Résistant?: Post-War Commemoration of Missak Manouchian and Marcel Langer“ (Honors Thesis). Student Honors Theses by Year. Dickinson College.
  • Robrieux, Philippe (1986). L'Affaire Manouchian (fr). Paris: Fayard. ISBN 2213017875. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Hommage au résistant Missak Manouchian“. Le Parisien (ფრანგული). 15 November 2014. ციტატა: „...au héros de la résistance et militant communiste Missak Manouchian...“
  2. de Chabalier, Blaise (16 September 2009). „Stéphane Courtois : "Manouchian fut une erreur de casting". Le Figaro (ფრანგული). ციტატა: „Morts en héros, Missak Manouchian...“
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Khaleyan 1946.
  4. (2004) Résistantes et résistants en Seine-Saint-Denis: un nom, une rue, une histoire. Editions de l'Atelier. 
  5. Missak Manouchian (le Chef). L'affiche Rouge (14 April 2010).
  6. (2009) {{{title}}}. 
  7. San Diego Jewish Film Festival preview: ‘Army of Crime’
  8. „Il y a 69 ans, Missak Manouchian était arrêté“. Nor Haratch (ფრანგული). 16 November 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი 2021.
  9. (2001) Jews in France During World War II. 
  10. (in Russian) Армянский боец французского Сопротивления. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-15. ციტირების თარიღი: 2021-10-14.