ალიო მირცხულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მირცხულავა, ალიო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირცხულავა.
ალიო მირცხულავა
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1903(1903-04-28)
დაბადების ადგილი ხორგა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი, 1971(1971-10-16)[1] (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1]
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და საზოგადო მოღვაწე
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი
მეუღლე ანა ბეგოიძე

ალიო ანდრიას ძე მირცხულავა (მაშაშვილი) (დ. 28 აპრილი, 1903, ხორგა, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 16 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქტიური ბუნების ახალგაზრდა ჭაბუკობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რამაც იგი 1920 წელს კომკავშირის არალეგალურ ორგანიზაციაში მიიყვანა. მოგვიანებით იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების მდივანი. დაამთავრა ფოთის გიმნაზია და სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1924 წელს გადადის მოსკოვის ვ. ბრიუსოვის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. ამავე წელს გამოქვეყნდა ნიჭიერი ახალგაზრდის პირველი წიგნი „მერრეხი“, რომელშიც შევიდა მისი ადრინდელი ლექსები.

ალიო მირცხულავა სულ მოესწრო თავის 30-მდე წიგნს, რომლებმაც შორს გაიტანეს მისი შემოქმედების ნაყოფი. პოეტის პატრიოტული ლირიკა მოიცავს მისი შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს...

შავი ზღვის პირად აღმართულია,

ჩემი ქვეყანა. ეგრე ლამაზი,

თავზე გვირგვინად მუდამ მზე ადგას,

მისგან ღრუბელიც დაფანტულია.

ალიო მირცხულავა იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, სსრ კავშირისა და საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრი, ჟურნალების „მნათობისა“ და „დროშის“ რედაქტორი, საქართველოს წიგნის პალატის დირექტორი.

დაჯილდოვებული იყო ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის, ორი შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — ანა ვასილის ასული ბეგოიძე (დ. 3 თებერვალი, 1909, თბილისი — გ. 27 ოქტომბერი, 1977, იქვე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თევზაძე, დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 14.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 275, თბ., 1994
  • მირცხულავა, ბ.„ეპოქის კვალდაკვალ“, თბილისი, 1977
  • ჭილაია, ს. „უახლესი ქართული მწერლობა“, თბილისი, 1975
  • თევზაძე, დ. „წერილები თანამედროვე ლიტერატურაზე“, თბილისი, 1972

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]