მიროსლავ სლაბოშპიცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიროსლავ სლაბოშპიცკი

მიროსლავ სლაბოშპიცკი ოდესის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალზე
მშობლიური სახელი Мирослав Михайлович Слабошпицький
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1974
კიევი, უსსრ, საბჭოთა კავშირი
ეროვნება უკრაინელი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
ცნობილი ნაშრომები ტომი

მიროსლავ მიხაილოვიჩ სლაბოშპიცკი (უკრ: Мирослав Михайлович Слабошпицький; დ. 17 ოქტომბერი, 1974) ― უკრაინელი კინორეჟისორი და სცენარისტი. ალექსანდრა დოვჟენკოს სახელობის უკრაინის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიროსლავ სლაბოშპიცკი 1974 წლის 17 ოქტომბერს კიევში, უკრაინელი მწერლისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, მიხაილ სლაბოშპიცკის ოჯახში დაიბადა. 1982 წლამდე ლვოვში ცხოვრობდა.

სლაბოშპიცკიმ თეატრის, კინოსა და ტელემაუწყებლობსი ეროვნული უნივერსიტეტი დაამთავრა კინო და ტელერეჟისურის განხრით. მუშაობდა რეპორტიორად, წერდა სცენარებს ფილმებისა და ტელევიზიებისთვის. 1990-იან წლებში მუშაობდა დოვჟენკოს კინოსტუდიაში.

2000 წლიდან უკრაინის კინემატოგრაფთა ასოციაციის წევრი გახდა. იყო უკრაინის ახალგაზრდა კინომწარმოებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

2014 წელს გადაღებული ფილმი „ტომი“ კანის კინოფესტივალზე აჩვენეს. ფილმი უკრაინულ ენაზეა, სუბტიტრების გარეშე და ნესპრესოს გრანპრი და France 4-ის ხედვის ჯილდო მოიპოვა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]