მირზა ქადიმ ერევანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირზა ქადიმ ერევანი
სრული სახელი აზერ. Mirzə Qədim İrəvani, میرزا قدیم ایروانی
დაიბადა 1825(1825)
დაბადების ადგილი ერევანი, ერევნის სახანო ყაჯარების იმპერიის ვასალური სახელმწიფო[1]
გარდაიცვალა 1875(1875)
გარდაცვალების ადგილი ერევანი, ერევნის გუბერნია, რუსეთის იმპერია
ეროვნება აზერბაიჯანელი
სფერო პანელის მხატვრობა
მომზადება თბილისის გიმნაზია
ჟანრი პორტრეტი
ხელმოწერა

მირზა ქადიმ ერევანი (აზერ. Mirzə Qədim İrəvani, میرزا قدیم ایروانی) — აზერბაიჯანელი ორნამენტალისტი მხატვარი და პორტრეტისტი. ის ძირითადად ქმნიდა ტიპურ სპარსულ მინიატურებს. მიიჩნევა აზერბაიჯანული პანელის მხატვრობის ფუძემდებლად, რომლის ნამუშევრებმაც დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე აზერბაიჯანულ სახვითი ხელოვნებაზე.[2]

1850-იანებში რუსების შეკვეთით მუშაობდა ერევნის ციხესიმაგრის დარბაზის ხელახლა მოხატვაზე, რომელიც ორიგინალში 1815 წელს ირანელი მხატვრების მოხატული იყო. მან ამ დარბაზისთვის დამატებით შეასრულა 4 დიდი ზომის (1 მ. X 2 მ.) პორტრეტი.[3] მირზა ქადიმ ერევანის ნამუშევრები დაცულია: აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და ერმიტაჟში.

ბიოგრაფია და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირზა ქადიმ ერევანი 1825 წელს დაიბადა. იმ დროს ერევანი და ერევნის სახანო შედიოდა ყაჯარების იმპერიის დაქვემდებარებაში. ერევნის სახანოს მმართველი ჰოსეინ-ხან სარდარი იყო, რომელიც ასევე ბოლო მმართველი აღმოჩნდა. მირზა ქადიმის ოჯახი ტრადიციული დეკორატორების ოჯახს წარმოადგენდა, სადაც ის ერღადერთი შვილი იყო. მამამისი მამედ-ჰუსეინი ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი იყო და თავის ერთადერთ შვილს ბავშვობიდან ასწავლიდა ორნამენტალურ ხელოვნებას. მამედ-ჰუსეინს ქონდა შესაძლებლობა შვილი სასწავლებლად გაეგზავნა იმ დროისთვის პრესტიჟულ თბილისის გიმნაზიაში. გიმნაზიის დასრულების შემდეგ თხუთმეტი წლის მირზა ქადიმი დაბრუნდა ერევანში და ფოსტაში დაიწყო ტელეგრაფისტად მუშაობა. სადაც ცხოვრების ბოლომდე, 35 წელი იმუშავა.

ჰოსეინ-ხანის უნარიანი მმართველობით წყალობით ერევანი წარმატებული ქალაქი იყო. ერევნის ციხესიმაგრე გაწყობილი იყო სარკეებით, შტუკოებით და თოთხმეტი ნახატით. ნახატები გამოხატავდა ძველ ირანელ მეფეთა ისტორიული ქრონიკების შაჰნამეს გმირებს, მათ შორის როგორც ლეგენარულ როსტამს და სოჰრაბს ასევე თანამედროვე მმართველებს: ფათალი-შაჰის და აბას-მირზას, ჰოსეინ-ხან სარდარს და მის ძმა ჰოსეინ-ხან ყაჯარს. დანარჩენი ნახატები წარმოადგენდა ორ ნადირობის და ბრძოლის სცენებს. თოთხმეტივე ნახატი დახატული იყო 1815 წელს სპარსი მხატვრის აბდ ალ-რაზიქის მიერ.

რუსეთ-სპარსეთის ომის დროს, 1827 წელს ერევნისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში რუსულმა არტილერიამ ერევნის ციხესიმაგრე მნიშვნელოვნად დააზიანა. მას შემდეგ რაც ირანელები თურქმენჩაის ზავით იძულებულები იყვნენ 1828 წელს ერევანი რუსეთის იმპერიისთვის გადაეცათ ერევნის ციხესიმაგრე რუსების მიერ უგულველყოფილი იყო და ის შედეგად ნანგრევებად იქცა. რამდენიმე ათწლეული შემდეგ 1850 წელს როდესაც ორიენტალიზმი მოდაში შემოვიდა რუსებმა მირზა ქადიმ ერევანს ერევნის ციხესიმაგრის აღდგენა შეუკვეთეს.

მირზა ქადიმ ერევანის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები ძირითადად წარმოადგენს ირანულ მინიატურებს და ლაკის ფიგურებს. მას ასევე შექმნილი აქვს მონუმენტური და დაზგური მხატვრობა ფიგურალური მოტივებით, თუმცა ისინი ნაკლებად ესთეტიკურ და ნაკლებად ხარისხიანად ითვლება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Koshoridze, Irina (2008). „Two 18th-Century Royal Palaces in Georgia and Armenia“. Journal of Persianate Studies. Brill. 1 (2): 243–248. doi:10.1163/187471608786303920.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Russia in the Nineteenth Century. Volume II of The History of Russia. Edited by M. V. Nechkina. 1953. P. 52

    The khanates of Eastern Transcaucasia were in part semi-independent state structures and in part vassals of Iran, for instance the Khanate of Erevan, which had grown up on the territory of Armenia, or of Georgia, such as the Khanate of Ganja in Azerbaijan.

  2. Миклашевская Н. М. Художники XIX в. Мирза Кадым Эривани и Мир Мохсун Навваб / Под ред. Полевого В. М.. — Искусство Азербайджана. — Баку, 1954. — Т. IV.
  3. Эривани / Под ред. Б. В. Иогансона. — Искусство стран и народов мира (краткая художественная энциклопедия): Советская энциклопедия, 1962. — P. 61.