მირზალადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირზალადი
კოორდინატები: 40°29′59″ ჩ. გ. 49°48′47″ ა. გ. / 40.49972° ჩ. გ. 49.81306° ა. გ. / 40.49972; 49.81306
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 12,1 
სიგრძე 3,8 კმ
სიგანე 1,7 კმ
ფართობი 3,4 კმ²
მოცულობა 1,9 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 13 კმ
მაქსიმალური სიღრმე >1 
აუზის ფართობი 12 კმ²
მირზალადი — აზერბაიჯანი
მირზალადი

მირზალადი (აზერ. Mirzələdi gölü) — მარილიანი ტბა აზერბაიჯანში, აფშერონის ნახევარკუნძულზე. მდებარეობს აფშერონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 12,1 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 3,4 კმ². მაქსიმალური სიღრმე >1 მ.[1] სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 13 კმ. დასავლეთით ესაზღვრება მასაზირის ტბა, ჩრდილოეთით სიანშორის ტბა, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბინაგადის ტბა და ბოიუქშორის ტბა, აღმოსავლეთით მარილიანი მცირე ტბების რაიონი. ჩრდილოეთით, რამდენიმე კმ-ში კასპიის ზღვის სანაპიროა.[2] გაუდინარი და წყალმარჩხი ტბაა. ყოველწლიურად, წელიწადის თბილ სეზონში რაპის ქვეშ წარმოიქმნება რამდენიმე მილიმეტრიანი სისქის მარილიანი ქერქი, რომლის გარკვეულ ნაწილს აგროვებენ საკვები და ტექნიკური მიზნებისთვის.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]