მირდატ I მცხეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მირდატ I მცხეთელი (ლათ. Mithridates I) (გ. 129) — მცხეთის იბერიის მეფე 113129 წლებში. მართავდა იბერიის სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილს.

შედარება "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მეფეთა სიისა ლეონტი მროველის თხზულების მეფეთა სიასთან (პავლე ინგოროყვას «ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია».).

პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“[1] მიხედვით:

2. ლეონტი მროველის სია ზოგიერთ ხარვეზს შეიცავს; აკლია ხუთი მეფე: VII მირდატ, XIII ფარსმან, XIV მირდატ, XX <...>როკ, XXIX ლევ.

აქედან პირველი სამი მეფე მოხსენებული ყოფილა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს პირველ დედანში, ხოლო აკლია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ჩვენ დრომდე მოღწეულ ხელნაწერს; უკანასკნელი ორი მეფე მოხსენებულია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ჩვენ დრომდე მოღწეულ ხელნაწერშიაც, და აკლია მხოლოდ ლეონტი მროველის ტექსტს.

ამრიგად, ის პირველწყარო, რომლისგანაც დამოკიდებულია ლეონტი მროველი, დაზიანებული ყოფილა ადგილ-ადგილ.

3. XIX-ა ფარსმან-ავაზ, რომელსაც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანეში ეწოდება მეფე („ამიერი“ თანა-მეფე), ლეონტი მროველის თხზულებაში მოხსენებულია არა მეფედ, არამედ სპასპეტად. ამასთან ლეონტი მროველის თხზულებაში მას ეწოდება ფარნავაზ და არა ფარსმან-ავაზ. (ამას გარდა, ისტორიული ტრადიცია ამ პირის—ფარნავაზის || ფარსმან-ავაზის შესახებ სხვა მხრივაც განსხვავებულად არის წარმოდგენილი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანეში, ერთი მხრით და ლეონტი მროველის თხზულებაში, მეორე მხრით).

4. „ამიერი“ თანა-მეფე მირდატ ლეონტი მროველი თხზულებაში მოიხსენება როგორც თანა-მეფე მე-XIX მეფის ფარსმან ქველისა, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანეში როგორც თანა-მეფე XX მეფის <...>როკისა.

წინამორბედი:
დეროკი
ქართლის მეფე
113129 [2]
შემდეგი:
ადამი
წინამორბედი:
ამზასპ I
საქართველოს მეფე
113129 [3][4]
შემდეგი:
ღადამ
წინამორბედი:
ამზასპ I
ივერიის მეფე
3 წელი იმეფა ფარსმან II-სთან ერთად 128131
ერთ-მეფობა (იმეფა 2½ წელი) 144147 [5]
შემდეგი:
ფარსმან II ქველი
წინამორბედი:
ადერუკ
იბერიის მეფე
130-იანი – 140-იანი წლები [6]
შემდეგი:
მირდატ I[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]