მირდატ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მირდატი
ივერიის მეფე მცხეთას
მმართ. წლები: 113–129
გარდ. ადგილი: რეხა
დინასტია: არშაკუნიანი
მამა: ამზასპ I

მირდატ I მცხეთელი (გ. 129) — ივერიის მეფე მცხეთას 113–129 წლებში. მართავდა ივერიის სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილს.

შედარება "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მეფეთა სიისა ლეონტი მროველის თხზულების მეფეთა სიასთან (პავლე ინგოროყვას «ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია».).

პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“ მიხედვით:

2. ლეონტი მროველის სია ზოგიერთ ხარვეზს შეიცავს; აკლია ხუთი მეფე: VII მირდატ, XIII ფარსმან, XIV მირდატ, XX <...>როკ, XXIX ლევ.

აქედან პირველი სამი მეფე მოხსენებული ყოფილა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს პირველ დედანში, ხოლო აკლია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ჩვენ დრომდე მოღწეულ ხელნაწერს; უკანასკნელი ორი მეფე მოხსენებულია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ჩვენ დრომდე მოღწეულ ხელნაწერშიაც, და აკლია მხოლოდ ლეონტი მროველის ტექსტს.

ამრიგად, ის პირველწყარო, რომლისგანაც დამოკიდებულია ლეონტი მროველი, დაზიანებული ყოფილა ადგილ-ადგილ[1].

3. XIX-ა ფარსმან-ავაზ, რომელსაც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანეში ეწოდება მეფე („ამიერი“ თანა-მეფე), ლეონტი მროველის თხზულებაში მოხსენებულია არა მეფედ, არამედ სპასპეტად. ამასთან ლეონტი მროველის თხზულებაში მას ეწოდება ფარნავაზ და არა ფარსმან-ავაზ. (ამას გარდა, ისტორიული ტრადიცია ამ პირის—ფარნავაზის || ფარსმან-ავაზის შესახებ სხვა მხრივაც განსხვავებულად არის წარმოდგენილი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანეში, ერთი მხრით და ლეონტი მროველის თხზულებაში, მეორე მხრით).

4. „ამიერი“ თანა-მეფე მირდატ ლეონტი მროველი თხზულებაში მოიხსენება როგორც თანა-მეფე მე-XIX მეფის ფარსმან ქველისა, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანეში როგორც თანა-მეფე XX მეფის <...>როკისა.

წინამორბედი:
ამზასპ I
ივერიის მეფე
113–129[2]
შემდეგი:
ღადამი
წინამორბედი:
ამზასპ I
ივერიის მეფე
ორმეფობა ფარსმან მეორე ქველთან ერთად
128–131
მლტოლვარე მირდატ სპარსეთად
131–144[3]

ერთ-მეფობაჲ 2½ წელი ზემო ივერიას
144–147[3]
შემდეგი:
ადამ I
წინამორბედი:
ფარსმან III ქველი
თანა მეფე (არმაზელი პიტიახში); ფარსმან-ავაზ
იბერიის თანა მეფე, მეფე <...>როკთან ერთად
150-იანი წლები.
შემდეგი:
ღადამ I[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. გვერდი 522.
  2. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“. გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვერდი გ.
  3. 3.0 3.1 თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან. სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა. 1848 წელსა. წელთა აღრიცხვანი. მეფენი თუ რომელი რომელსა წელსა გამეფდეს. გვერდები 215, 216.
  4. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. გვერდები: 561, 562.