მირაჟი
იერსახე

მირაჟი (ფრანგ. mirage) — ოპტიკური მოვლენა ატმოსფეროში, რომლის დროსაც შორს მყოფ საგანთან ერთად განცალკევებით ჩანს მისი მოჩვენებითი გამოსახულება; თუ საგანი ჰორიზონტის მიღმაა, მაშინ ჩანს მხოლოდ მისი მოჩვენებითი გამოსახულება.
მირაჟი შეიძლება იყოს საგნის ქვევით (ქვემო მირაჟი), ზევით (ზემო მირაჟი) და მის გვერდით (გვერდითი მირაჟი).
მირაჟი აიხსნება საგნიდან წამოსული სინათლის სხივების გამრუდებით, რასაც იწვევს სინათლის გარდატეხის მაჩვენებლების ანომალური განაწილება ატმოსფეროში ჰაერის ტემპერატურის (ე.ი. სიმკვრივის) სხვადასხვაობის გამო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- All kind of mirages explained
- China daily, rare mirage in Penglai
- The superior mirage
- The inferior mirage
- The highway mirage დაარქივებული 2006-02-18 საიტზე Wayback Machine.
- All Atmospheric effects on light rays დაარქივებული 2011-04-24 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 10.