მიპ გიზი

ჰერმინე (მიპ) გიზი (დ.15 თებერვალი, 1909 – გ. 11 იანვარი, 2010) — სამოქალაქო აქტივისტი,რომელიც ებრძოდა ნაციზმს. ქორწინებამდე ცნობილი, როგორც ჰერმინე სანტროუშცი. ერთ-ერთი იმ ჰოლანდიელ მოქალაქეთაგან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებისგან დამალა ანა ფრანკი, მისი ოჯახი (ოტო, მარგო, ედიტი) და ოთხი სხვა ჰოლანდიელი ებრაელი (ფრიც ფეფერ, ჰერმან ვან პელსი, ოგიუსტ ვან პელსი, პიტერ ვან პელსი) ოტო ფრანკის ბიზნეს შენობის დამატებით ნაწილში.
გიზი დაბადებით ავსტრიელი იყო, მაგრამ 1920 წელს, თერთმეტი წლის ასაკში, გაემგზავრა ნიდერლანდებში, კერძოდ ჰოლანდიაში ქალაქ ლეიდენში მიიღეს აღსაზრდელად. მიუხედავად იმისა, რომ გიზი მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ეს ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა, რის შემდეგაც გიზმა არჩევანი გააკეთა დარჩენილიყო ოჯახთან და მთელი ცხოვრება ნიდერლანდებში გაატარებინა.
1933 წელს გიზმა მუშაობა დაიწყო ოტო ფრანკთან, ებრაელ ბიზნესმენთან, რომელიც ოჯახთან ერთად გერმანიიდან ნიდერლანდებში გადავიდა იმ იმედით, რომ ოჯახი დაეხსნა ნაცისტური დევნისგან. მიპ გიზი გახდა ფრანკების ოჯახის ახლო, სანდო მეგობარი და დიდი მხარდამჭერი იყო იმ ოცდახუთი თვის განმავლობაში, რომელიც ოჯახმა სამალავში გაატარა. ოჯახის დაპატიმრების შემდეგ თავის კოლეგასთან, ბეპ ვოსკუილთან ერთად, გიზმა აღმოაჩინა ანა ფრანკის დღიური, რომელიც შეინახა უსაფრთხოდ. ოტო ფრანკი 1945 წლის ივნისში აუშვიციდან დაბრუნდა და მალევე შეიტყო უმცროსი ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ. გიზს ანა ფრანკის ჩანაწერები შენახული ჰქონდა იმ იმედით, რომ გოგონას დაუბრუნებდა, მაგრამ საბოლოოდ გადასცა ოტო ფრანკს, რომელმაც ჩანაწერები დღიურში გააერთიანა. ანეს დღიეური პირველად 1947 წლის ივნისში გამოიცა. [1][2][3][4][5][6][7][8]
1987 წელსელისონ ლესლი გოლდთან თანამშრომლობით, გიზმა დაწერა წიგნი ანა ფრანკი - გახსენება .[9] მიპი გარდაიცვალა 2010 წელს, 100 წლის ასაკში.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერმინე "მიპ" გიზი დაიბადა ვენაში, ავსტრიაში, 1909 წლის 15 თებერვალს, კაროლინ მარია სანტროუშცის[10][11] ოჯახში. 1920 წლის დეკემბერში მიპი ვენიდან ლეიდენში გაგზავნეს, რათა თავი დაეღწია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრიაში არსებული საკვების დეფიციტისთვის. ნიდერლანდებში ჰერმინე აღზარდა ნიუვენბურგების ოჯახმა, სწორედ ნიუვენბურგებმა შეარქვეს სახელი "მიპი". 1922 წელს გიზი თავის აღმზრდელ ოჯახთან ერთად გადავიდა გაასპსტრაატ 25-ში[9][12], ამსტერდამში. გიზი იყო წარჩინებული მოსწავლე და საკუთარ თავს აღწერდა, როგორც „თავშეკავებულს და ძალიან დამოუკიდებელს“; სკოლის დამთავრების შემდეგ ის მუშაობდა ბუღალტრად, ხოლო 1933 წელს კი მდივნად გერმანული სანელებლების ფირმა Opekta-ს ჰოლანდიურ ფილიალში დაიწყო. გიზმა დაწერა: „ოფისი არ იყო ერთადერთი რამ ჩემს ცხოვრებაში. ჩემი სოციალური ცხოვრება ამ დროს ძალიან აქტიური იყო. მიყვარდა ცეკვა და ბევრი ახალგაზრდა ჰოლანდიელი გოგოს მსგავსად, საცეკვაო კლუბის წევრი ვიყავი“.[13]
ოტო ფრანკი ახალი გადასული იყო გერმანიიდან და დაინიშნა Opekta-ს ახლად გაფართოებული ჰოლანდიური ოპერაციების მმართველ დირექტორად. გიზი, ფრანკის თანამშრომელი, ოჯახის ახლო მეგობარი გახდა, ისევე როგორც მისი საქმრო, იან გიზი. მას შემდეგ, რაც მიპ გიზმა უარი თქვა ნაცისტურ ქალთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე, პასპორტი გაუუქმეს და უბრძანეს, 90 დღის განმავლობაში ავსტრიაში გაეშვათ (რომელიც იმ დროისთვის გერმანიას ჰქონდა ანექსირებული, რის გამოც მიპი გერმანიის მოქალაქედ ითვლებოდა).[14] წყვილს გარკვეული სირთულეები შეექმნა, მაგრამ დაქორწინდნენ 1941 წლის 16 ივლისს, რათა მიპს ჰოლანდიის მოქალაქეობა მიეღო და ამით დეპორტაციას თავი დაეღწია. „ანა აღფრთოვანებული იყო ჩემი ოქროს ბეჭდით. ის მას ოცნებით უყურებდა. რადგან დრო რთული იყო, ჩვენ მხოლოდ ერთი ბეჭედი გვქონდა, თუმცა წესით წყვილს ორი უნდა ჰქონოდა. ჰენკმა და მე ძლივს მოვაგროვეთ საკმარისი ფული ერთი ოქროს ბეჭდისთვის. მან დაჟინებით მოითხოვა, რომ მე უნდა მეტარებინა ის“. გიზის თავისუფალი ფლობა ჰოლანდიური და გერმანული ენების დაეხმარა ფრანკების ოჯახს ჰოლანდიურ საზოგადოებაში ინტეგრირებაში, მიპი და იანი რეგულარული სტუმრები გახდნენ ფრანკების სახლში. საინტერესო ის არის, რომ წიგნში მიპმა იანს ჰენკი უწოდა, რადგან ანა ფრანკმა ეს ფსევდონიმი გამოიყენა თავის დღიურში
ოჯახების დამალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იან გიზთან და Opekta-ს სხვა თანამშრომლებთან (ვიქტორ კუგლერი, იოჰანეს კლეიმანი და ბეპ ვოსკუილი) ერთად, მიპ გიზი ეხმარებოდა ოტო და ედიტ ფრანკებს; თანამშრომლების ქალიშვილებს მარგოს და ანას; ჰერმან, ოგიუსტ და პიტერ ვან პელსებს; და ფრიც ფეფერტს დამალვაში. გიზი ებრაელებს მალავდა კომპანიის საოფისე შენობის ზედა ოთახებში ამსტერდამის Prinsengracht-ზე, 1942 წლის 6 ივლისიდან 1944 წლის 4 აგვისტომდე. [15]ერთ-ერთ ინტერვიუში გიზმა თქვა, რომ უხაროდა ოჯახებისთვის დახმარება, რადგან უკიდურესად შეშფოთებული იყო ამსტერდამში ებრაელების მიმართ განვითარებული მოვლენების ნახვის შემდეგ. მიპ გიზი ყოველდღე ხედავდა სატვირთო მანქანებს, რომლებიც დატვირთული იყო ებრაელებით და მიემართებოდა რკინიგზის სადგურისკენ, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკებისკენ. ჰერმანემ არავის უთხრა, მათ შორის არც თავის აღმზრდელ მშობლებს, ადამიანების შესახებ, რომლებსაც დახმარებას უწევდა.
სამალავში მყოფი ადამიანებისთვის საკვების შეძენისას გიზი ეჭვს თავიდან იცილებდა უამრავი გზით, მაგალითად: დღეში რამდენიმე სხვადასხვა მომწოდებელთან ვიზიტით. მიპი არასოდეს ატარებდა იმაზე მეტს, ვიდრე ერთ სავაჭრო ჩანთას შეეძლო დაეტია, ან რისი დამალვაც შეეძლო თავისი ქურთუკის ქვეშ. რათა Opekta-ს თანამშრომლებში ეჭვი არ აღეძრა, გიზი ცდილობდა სამალავში საათების განმავლობაში არ შესულიყო. მიპ გიზის ქმარმიც, იანი, დაეხმარა რაციონის ბარათების მიწოდებით, რომლებიც "ჰენკმა" უკანონოდ მოიპოვა. მაღაზიებსა და ბაზრებში რეგულარული ვიზიტების წყალობით, გიზს განუვითარდა კარგი წარმოდგენა მომარაგების მდგომარეობაზე. წყვილის ბინაში, მერვედეპლეინის მახლობლად, სადაც ფრანკები ცხოვრობდნენ სამალავში წასვლამდე, გიზმა და იანმა (რომელიც ჰოლანდიის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო) ასევე დამალეს ანტინაცისტური უნივერსიტეტის სტუდენტი.[16]
დაპატიმრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944 წლის 4 აგვისტოს დილით, მაგიდასთან მჯდომ გიზს, ვოსკუილთან და კლეიმანთან ერთად, მიუახლოვდა შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც უბრძანა: "ადგილზე დარჩით! არ იმოძრაოთ! ხმა არ ამოიღოთ!" ოჯახებს უღალატეს და გრიუნე პოლიციამ დააპატიმრა 263 Prinsengracht-ზე დამალული ადამიანები, ისევე როგორც კუგლერი და კლეიმანი. მეორე დღეს გიზი გერმანიის პოლიციის ოფისში მივიდა, რათა დაკავებულების პოვნა ეცადა. გიზმა ფული შესთავაზა ფრანკების გამოსასყიდად, მაგრამ უშედეგოდ. გიზი და სხვა დამხმარეები სიკვდილით დასჯილები იქნებოდნენ, თუ ებრაელების დამალვაში გამოიჭერდნენ; თუმცა, არ დააკავეს, რადგან პოლიციელი, რომელიც გიზის გამოსაკითხად მივიდა, ვენიდან, ჰერმანეს მშობლიური ქალაქიდან იყო. პოლიციელმა იცნო გიზის აქცენტი და უთხრა, რომ ერთი და იგივე მშობლიური ქალაქიდან იყვნენ. პოლიციელი გაოცდა, შემდეგ დაიწყო სიარული და ლანძღვა, ბოლოს კი გადაწყვიტა, რომ ჰერმინე დაეტოვებინა. [17] გიზი ქმართან ერთად ამსტერდამში უსაფრთხოდ დარჩა ომის ბოლომდე.
სანამ სამალავი გაიწმინდებოდა ხელისუფლებას მიერ, გიზმა და ახალგაზრდა მდივანმა ბეპ ვოსკუილმა შეაგროვეს ანა ფრანკის დღიურების ნაწილები და შეინახეს თავიანთი მაგიდის უჯრაში. გიზს მტკიცედ იყო გადაწყვეტილი, რომ დღიური ანასთვის დაებრუნებინა. მას შემდეგ, რაც ომი დასრულდა და დადასტურდა, რომ ანა ფრანკი გარდაიცვალა ბერგენ-ბელსენის საკონცენტრაციო ბანაკში, გიზმა ფურცლებისა და რვეულების კოლექცია გადასცა საიდუმლო სამალავის ერთადერთ გადარჩენილს, ოტო ფრანკს.[6] ოტომ ოჯახისთვის რამდენიმე ნაწილი გადაწერა, ოტო ფრანკი დაარწმუნეს ანას ჩანაწერების ღირებულებაში, ოჯახის განსაცდელის შესახებ და მოაწყო წიგნის გამოცემა 1947 წელს. გიზს დღიურები ოტოსთვის გადაცემამდე არ წაუკითხავს და მოგვიანებით აღნიშნა, რომ ასე რომ მოქცეულიყო, ჩანაწერების განადგურება მოუწევდა, რადგან ჩანაწერებში მოხსენიებული იყო ხუთივე დამხმარისა და შავი ბაზრის მომწოდებლების სახელები. ოტო ფრანკმა დაარწმუნა გიზი, რომ დღიური მეორე გამოცემისას წაეკითხა. 1947 წელს მიპ და იან გიზი გადავიდნენ Jekerstraat 65-ში, მერვედეპლეინის მახლობლად, ოტო ფრანკთან ერთად. [9]
მიპ გიზი არაერთხელ არწმუნებდა ანა ფრანკის ბიოგრაფს, მელისა მიულერს, რომ თავად გიზს არ ეგონა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი, ვილემ ვან მაარენი, იყო ღალატის ჩამდენი.[18]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიპ და იან გიზი იად ვაშემმა "ერთა შორის მართლებად" აღიარა 1972 წლის 8 მარტს. [19]
1994 წელს გიზს მიენიჭა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენი და უოლენბერგის მედალი მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ. 1997 წელს მას ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა ნარინჯისფერ-ნასაუს ორდენის რაინდის წოდება მიანიჭა. მცირე პლანეტას „99949 Miep Gies“ მიპის პატივსაცემად დაერქვა სახელი. ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფასებდა ჯილდოებს, ჯილდოები აბნევდნენ მას: „მე გმირი არ ვარ. მე განსაკუთრებული პიროვნება არ ვარ. ყურადღება არ მინდა. მე გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი წესიერი ადამიანი გააკეთებდა.“ 2009 წლის 30 ივლისს ავსტრიის ელჩმა ნიდერლანდებში, ვოლფგანგ პაულმა, გიზს სახლში გადასცა ავსტრიის რესპუბლიკისთვის გაწეული მომსახურებისთვის დიდი საპატიო ნიშანი.[20]
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიპ გიზი გარდაიცვალა 2010 წლის 11 იანვარს, 100 წლის ასაკში, ქალაქ ჰოორნში, დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებების შემდეგ. [16][21]
გიზი ინფორმირებული იყო ფრანკების ოჯახის დამალვის შესახებ თავისი მოგონებებისთვის 1995 წლის დოკუმენტურ ფილმში „ანა ფრანკი - გახსენება“ (Anne Frank Remembered), ჯონ ბლეირის მიერ. მიპ გიზის ამბავი ადაპტირებული იქნა 2023 წლის მინისერიალში „პატარა სინათლე“ (A Small Light), სადაც გიზის როლს ბელ პაული ასრულებს.
გიზის როლი ასევე შეასრულა მსახიობმა და კომიკოსმა პეტ ქეროლმა 2007 წლის ფილმში „თავისუფლების მწერლები“ (Freedom Writers), ჰილარი სუონკის მონაწილეობით[22] [23][24]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Luther, Claudia. (2010-01-12) Miep Gies dies at 100; gave protection to Anne Frank en-US. ციტირების თარიღი: 2024-08-01
- ↑ Obituary in the Washington Post, 12 January 2010.
- ↑ Obituary in The Times, 13 January 2010.
- ↑ Ezard, John (2010-01-12). „Miep Gies obituary“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2024-08-01.
- ↑ Miep Gies: Office secretary who helped to hide the Frank family from the Nazis before rescuing Anne's diary (2010-01-14). ციტირების თარიღი: 2024-07-31
- ↑ 6.0 6.1 „Anne Frank guardian reaches 100“. BBC News. 15 February 2009. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
- ↑ Carolyn Kellogg (17 February 2009). „Miep Gies, Anne Frank's custodian, turns 100“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
- ↑ Goldstein, Richard (2010-01-12). „Miep Gies, Protector of Anne Frank, Dies at 100“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2024-08-01.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Anne Frank Remembered book, 2010
- ↑ Santrouschitz, Hermine. Taufbuch - 01-213 | 08., Alservorstadtkrankenhaus | Wien/Niederösterreich (Osten): Rk. Erzdiözese Wien | Österreich | Matricula Online. ციტირების თარიღი: 18 June 2021
- ↑ Santruschitz, Karoline Maria. Taufbuch - 01-10 | 15., Fuenfhaus | Wien/Niederösterreich (Osten): Rk. Erzdiözese Wien | Österreich | Matricula Online. ციტირების თარიღი: 18 June 2021
- ↑ Person Card: Hermine Santrouschitz. ციტირების თარიღი: 18 June 2021
- ↑ Gies M., Gold A.L. Anne Frank remembered. The story of the woman who helped to hide the Frank family, London, 2009. p.26.
- ↑ Gies M., Gold A.L. Anne Frank remembered. The story of the woman who helped to hide the Frank family, London, 2009. p.77.
- ↑ Romagnoli, María Mercedes. The guardians of Holland en-US. ციტირების თარიღი: 2024-08-01
- ↑ 16.0 16.1 Goldstein, Richard (11 January 2010). „Miep Gies, Protector of Anne Frank, Dies at 100“. The New York Times. ციტირების თარიღი: 18 August 2012.
- ↑ Video.
- ↑ Melissa Müller: Anne Frank: The Biography. Metropolitan Books, Henry Holt and Company, New York, 1998 (revised edition 2013), Foreword to the revised edition, page XV.
- ↑ Yad Vashem website
- ↑ Grand Decoration of Honour for Services. ციტირების თარიღი: 27 September 2012
- ↑ „Anne Frank diary guardian Miep Gies dies aged 100“. BBC News. 12 January 2010. ციტირების თარიღი: 12 January 2010.
- ↑ Miller, Caroline. (2022-02-06) A Small Light Miniseries to Tell the Story of Anne Frank's Protectors on Disney+ en. ციტირების თარიღი: 2024-07-25
- ↑ Franklin, Garth. (2007-01-05) Review: "Freedom Writers" en-US. ციტირების თარიღი: 2025-05-11
- ↑ Travers, Peter. (2007-01-08) Freedom Writers en-US. ციტირების თარიღი: 2025-05-11