მიოფიბრილები
იერსახე
გვერდი შეუმოწმებელია
მიოფიბრილები (ბერძ.: "მიოს"–კუნთი. ლათ. "ფიბრილას" –ძაფი) — კუნთოვან უჯრედებში კონებად განლაგებული ძაფები, რომლებიც შედგება კუმშვადი ძაფისებრი ცილისაგან. მიოფიბრილების დამოკლებისა და გამსხვილების შედეგად ხდება კუნთოვანი უჯრედებისა და, საბოლოო ჯამში კუნთის დამოკლება და გამსხვილება, ანუ შეკუმშვა.