მინჩხური
იერსახე
მინჩხური — ქართულ ჰიმნოგრაფიაში დამკვიდრებული მეტრული ზომის სახეობა, რომლის შემომტანად მიიჩნევენ იოანე მინჩხს. მინჩხურის გამართულ ჰიმნოგრაფიულ კანონში სტროფულ-ტაეპობრივი სალექსო ზომა იცვლებოდა არა 9-ჯერ (ოდების რაოდენობის შესაბამისად), არამედ 5-ჯერ: ერთნაირი სალექსო ზომით იწერებოდა II და III, IV და V, VI და VII ოდები. მინჩხურით არის დაწერილი იოანე მიჩხის აკროსტიქული „გალობანი გიორგისნი“ (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Sin-2).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯღამაია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 8.
- ინგოროყვა პ., თხზ. კრ. შვიდ ტომად, ტ. 3, თბ., 1965.