მინის დინასტიის ექსპედიციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინის დინასტიის ექსპედიციები


შავი - მეშვიდე ექსპედიის მარშრუტი, წერტილოვანი შავი - სავარაუდო გზა ჯიდისკენ, წითელი წერტილები - ქალაქები, რომლებშიც ფლოტი გაჩერდა, მწვანე წერტილები - ჯენგ ხეს ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვანი ადგილები.

პირველი 3 ექსპედიციისას კალიკუტამდე მივიდნენ,

3-6 ექსპედიციებისას ჰორმუცამდე და აფრიკის/არაბეთის რამდენიმე ადგილამდე მივიდნენ.
წლები
1405-1433 (გარნიზონი 1422-1431)
ინფორმაცია
ადმირალი ჯენგ ხე
ექსპედიციების რაოდენობა 7

მინის დინასტიის ექსპედიციებიჯენ ხეს მიერ ჩატარებული შვიდი საზღვაო ექსპედიცია მინის იმპერატორისთვის 1405 წლიდან 1433 წლამდე[1], რომელიც გამოირჩევა განვლილი მანძილის სიდიდით. პირველი ექსპედიციისას, ჯენ ხემ ჩინეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთის სავაჭრო გზამდე იმოგზაურა. მეოთხე ექსპედიციისას სპარსეთის ყურემდე მივიდა, ხოლო უკანასკნელი სამი ექსპედიციისას ყველაზე შორს - აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწია. იმისდა მიუხედავად, რომ ჩინელი ვაჭრები ამ ადგილებზე დიდი ხნით ადრე მოსულან, მინის დინასტიის ექსპედიციები ასობით უზარმაზარი ხომალდითა და ათიათასობით მეზღვაურითა თუ მოგზაურით განხორციელდა. 300 გემიდან 60-ზე მეტი უზარმაზარი, 9 ანძიანი და 12 იალქნიანი, 121.92 მეტრი სიგრძისა და 48.768 მეტრი სიგანის იყო.

მინის დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინის დინასტია (1368-1644) იყო ჩინური დინასტია, ჩინური სამეფო ოჯახი, რომელმაც საკუთარი ძალების დემონსტრაციის მიზნით გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ლაშქრობა რათა სახალხოდ დაემარცხებინათ ნებისმიერი სახის შინაური ან უცხო ქვეყნის მტერი. მინის დინასტიის მესამე იმპერატორი - ჯუ დი [2]განსაკუთრებით აგრესიული გამოდგა და პირადად გაუძღვა უზარმაზარ ლაშქრობებს ჩრდილოეთსა და სამხრეთში მდებარე მონღოლური ტომების წინააღმდეგ, რათა სხვა ქვეყნის მცხოვრები მოსახლეებიც დაეშინებინათ ჩინეთის სიძლიერით. ჩინეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა ჩინეთი თავიანთ ზემდგომ ქვეყანად, ხოლო იმპერატორი ბატონად აღიარეს. ჩინეთი თავის ძალას ზღვაზე 300 წელზე მეტი ავრცელებდა. ჩინელი ვაჭრები მუსლიმ და ინდოელ გამყიდველებთან ამყარებდნენ კონტაქტს რათა განევითარებიდანთ მდიდარი კავშირები, რომლებიც გავრცელდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ინდოეთის ოკეანის უკიდურეს სანაპირომდე. ზღვების მეშვეობით ჟენშენი, სხვადასხვა სახის ნაკეთობები, სელადონი, ოქრო და ვერცხლი შედიოდა აღმოსავლეთ ჩინეთის პორტში, ხოლო ცხენები და ხარები კორეიდან და იაპონიიდან ხშირი იყო.

მას შემდეგ, რაც ჯუმ საზღვაო ექსპედიციების ჩატარება განიზრახა სამხრეთსა და დასავლეთში, გადაწყვიტა, რომ მას ყოველივე ეს თავისი განვითარებული ტექნოლოგიებითა და სიმდიდრით უნდა განეხორციელებინა. მინის დინასტიის ხომალდების განვითარება ნავებში ჩანდა, რომლებიც განთავსებულნი იყვნენ რამდენიმე წყალგაუმტარ კუპეებში. ყოველივე ეს იცავდა გემებს ჩაძირვისგან იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი დაზიანდებოდა.  გარდა ამისა, ჩინური გემები ასევე გამოიჩეოდნენ თავიანთ მაღალგანვითარებული იალქნებით, დიზაინითა და გემსართავებით. 3-4 საუკუნეებში ჩინელები 3-4 ანძიან გემებს აშენებდნენ (ევროპამდე 1000 წლით ადრე). მე-8 საუკუნეში ჩინეთში უკვე შენდებოდა 61 მეტრიანი გემები, რომლებსაც 500 ადამიანის გადაყვანა შეეძლოთ.

იმპერატორი ჯუ დი

ექსპედიციებისთვის ჯუ დიმ თავისი სანდო გენერალი - ჯენგ ჰე აირჩია, რომელიც მუსულმანურ ოჯახში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, დღევანდელ იუნანის პროვინციაში დაიბადა. 10 წლის ასაკში მეომრებმა დაიჭირეს, დედაქალაქში გაგზავნეს რათა სამხედრო წრთვნა გაერა. მრავალი წყაროს მიხედვით, იგი იყო 1.8 მეტრი სიმაღლის, ჭკვიანი და ნიჭიერი მამაკაცი, რომელსაც როგორც სამხედრო, ასევე სალიტერატურო წრთვნა ჰქონდა გავლილი, ხოლო მას შემდეგ, რაც იმპერატორს სანდო და ახლობელი ელჩი დასჭირდა ისლამში გასაგზავნად და მდიდრული ფლოტის უფროსად, ჯენგ ხე აირჩია.

ნავიგაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინელებს კომპასების გარდა, ვარსკვლავებით ნავიგაციაც შეეძლოთ მაშინ, როდესაც ცა მოწმენდილი იყო. ისინი ყოველივე ამისათვის დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს იყენებდნენ რომელშიც ვარსკვლავთა რუკები (დაახლოებით მეთერთმეტე საუკუნეში შექმნილი) და მიმართულებები იყო აღწერილი.

ექსპედიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენგ ხეს ქანდაკება

მინის დინასტიის პირველი ექსპედიცია 2 წელი გაგრძელდა (1405-07) და მასში მონაწილეობდა 317 ხომალდი, 28000-მდე ადამიანი, დამატებით ათასობით მეზღვაური, მშენებელი, მეომარი, დიპლომატიური სპეციალისტები, სამედიცინო პერსონალი, ასტრონომები და სწავლულები (განსაკუთრებით მუსულმანი). ფლოტმა პირველი გაჩერება ცენტრალურ ვიეტნამში მდებარე ქალაქ ჩამპაში, სიამში (დღევანდელი ტაილანდი) და კუნძულ ჯავაზე მოახდინა, დანიშნულების ადგილად კი კოჩინი და კალიკუტების სამეფო აიღეს სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში მდებარე სანაპიროზე. უკანა გზაზე, სუმატრაზე ჯენგ ხეს მეკობრეების აჯანყება გადააწყდა, რომელიც ჩაახშო, ხოლო მათი უფროსი უკან, ნანჯინგში დააბრუნა დასჯის მიზნით.

მეორე ექსპედიცია (1407-1409) 68 ხომალდით განხორციელდა კალიკუტის სამეფო კარზე რათა დასწრებოდნენ ახალი მეფის ტახტზე დაჯდომას. იმისდა მიუხედავად, რომ ჯენგ ხემ ამ მოგზაურობას გაუკეთა ორგანიზება, პირადად თვითონ არ გაძღომია. მეორე ექსპედიციისას მინის დინასტიასა და ჯავას შორის მტრობა დასრულდა, რაც გამოწვეული იყო 1401 წლიდან 1406 წლამდე მიმდინარე სამოქალაქო ომიდან ჯავაში, რომლის დროსაც დასავლეთ ჯავას მეფემ ჩინეთის საელჩოს 170 წევრი მოკლა.

ჯენგ ხე მესამე ექსპედიციის მეთაური იყო 48 დიდი ზომის გემითა და 30000 ადამიანით. ამ ექსპედიციისას იმდენივე ადგილი ინახულეს, რამდენიც პირველი ექსპედიციისას, თუმცა გარდა ამისა, მალაის ნახევარკულძულზე მდებარე მალაკაში და ცეილონზე იყვნენ (დღევანდელი შრი-ლანკა). მაშინ, როდესაც ჯენგ ხეს ძალებსა და პატარა სამეფოს შორის ბრძოლა ატყდა, ჯენგმა მისი მეფე დაიჭირა და უკან ჩინეთში გააგზავნა, საიდანაც იმპერატორმა ცოცხალი გაუშვა და დაპირისპირებაში გაიმარჯვა.

მეოთხე ექსპედიციის (1413-15) სამოგზაურო მასშტაბი კიდევ უფრო გაზრდილი იყო, რომელიც 63 გემითა და 28000-ზე მეტი ადამიანით განხორციელდა ჰორმუზსა და სპარსეთის ყურეში. მეოთხე ექსპედიციის მთავარი მემატიანე 25 წლის მუსლიმი მთარგმნელი მა ჰუანი იყო, რომელიც ჯენგ ხესთან ერთად დაესწრო ამ მგზავრობას. ხომალდი სუმატრაზე გაჩერდა რათა ტახტიდან ჩამოგდებული სულთანის მხარეზე ებრძოლა, რის შედეგადაც დამპყრობელი უზურპატორი დაამხო და უკან ნანჯინგში გააგზავნა დასასჯელად.

იმპერატორი ხუანდე

მეხუთე ექსპედიცია ძირითადად მოიცავდა 17 სახელმწიფოს მეთაურის დაბრუნებას სამხრეთ აზიაში, რისი გადაწყვეტილებაც მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯენგ ხე ესტუმრა თავიანთ ქვეყნებში რათა ხარკი მიეცად მინის სამეფო ტახტისთვის. ამ ექსპედიციის არეალი კიდევ უფრო გაიზარდა და ხომალდები წითელი ზღვის შესართავთან მდებარე ქალაქში - ადენში მიცურდნენ, რის შემდეგაც აღმოსავლეთ აფრიკის სანაპირომდე მივიდნენ. გაჩერდნენ დღევანდელი სომალის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქებში - მოგადიშოსა და ბრავაში, ხოლო საბოლოოდ - მალინდიში (დღევანდელი კენია). ჯენგ ხე გზად ყველგან აწყდებოდა მტრების აჯანყებებს, თუმცა თითოეულს მარტივად ახშობდა. აღსანიშნავია, რომ სადაც გენერალი მიდიოდა, იმ ქვეყნის ელჩები ხშირად ბრუნდებოდნენ ჩინეთში მასთან ერთად. როდესაც უკან ჩინეთში დაბრუნდნენ, იმპერატორი შინ არ დახვდათ, ვინაიდან ბეიჯინგში იყო გამგზავრებული, თუმცა დავალებული ჰქონდა რიტუალების მინისტრისთვის, რომ ფლოტის პერსონალითვის ფულადი სახის ანაზღაურება მიეცათ.

მეექვსე ექსპედიციის  (1421-22) ყველაზე მოკლე იყო და მისი მთავარი მისია 19 ელჩის თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება იყო. ამ ექსპედიციაში 41-მა ხომალდმა გაცურა მრავალჯერ ნამყოფ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ და ინდურ ტერიტორიებზე სპარსეთის ყურესთან, წითელ ზღვასთან და აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებთან გაჩერებით. ჯენგ ხეს ჩინეთიდან წასვლიდან ერთი წელიც არ იყო გასული უკან რომ დაბრუნდა, თუმცა ხომალდების ნაწილი მეგზურების უკან დასაბრუნებლად, ხოლო ნაწილი სამხრეთით, დღევანდელ მოზამბიკში მდებარე სოფალაში გაგზავნა.

ნანჯინგის გარნიზონი

1421 წლის 14 მაისს, იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომ ექსპედიციები დროებით შეეჩერებინათ იქიდან გამომდინარე, რომ იგი დიდძალ თანხას საჭიროებთა, რომელიც მესამე, მეოთხე და მეხუთე მონღოლური ლაშქრობებისკენ უნდა მიემართათ. აქედან გამომდინარე, 1422 წლიდან 1431 წლამდე ხომალდები ნანჯინგში დარჩა ქალაქის გარნიზონის მოსამსახურებლად.

მეშვიდე ექსპედიციის (1431-33) 100-ზე მეტი უზარმაზარი ხომალდი და 27000-ზე მეტი კაცი იმპერატორის მემკვიდრემ - შვილიშვილმა ხუანდე იმპერატორმა გაგზავნა. ექსპედიციისად გემებმა მოიარეს სამხრეთ ჩინეთის ზღვისა და ინდოეთის ოკეანის აუზში მდებარე თითოეული მნიშვნელოვანიი პუნქტი ადენისა და ჰორმუცის [3]ჩათვლით. ექსპედიციის 7-მა გემმა წითელ ზღვასთან, ჯიდაში გაცურეს (მექა და მედინადან რამდენიმე ასეული კმ-თი მოშორებით). სწორედ მეშვიე ექსპედიციისას, 1733 წელს დაიღუპა ჯენგ ხე, თუმცა ზუსტი მიზეზი თუ თარიღი დაუდგენელია. მისი ოფიციალური საფლავი ნანჯინგში, ჩინეთშია განთავსებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Ming Voyages/China: A Teaching Workbook|Columbia University, East Asian Curriculum Project/2005/Dr. Sue Gronewald
  • Chinese Whispers, Zheng He’s Treasure Ships in the context of Chinese Maritime Policy in the Ming Dynasty (1364-1644)/Sarah Ward/November 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://en.wikipedia.org/wiki/Ming_treasure_voyages http://afe.easia.columbia.edu/special/china_1000ce_mingvoyages.htm https://www.thoughtco.com/the-seven-voyages-of-the-treasure-fleet-195215 https://www.thoughtco.com/why-did-the-treasure-fleet-stop-195223 https://www.utc.edu/asia-program/modules/zhenghe.php https://www.bbc.co.uk/programmes/b015p8c2 https://www.ancient.eu/article/1334/the-seven-voyages-of-zheng-he/ https://www.britannica.com/biography/Zheng-He

  1. https://olemiss.edu/courses/inst203/mingvoyages.pdf pg. 1, The Voyages of Zheng He
  2. https://www.britannica.com/biography/Yongle
  3. სრუტე არაბეთის ნახევარკუნძულსა და აზიის მატერიკულ ნაწილს შორის.