შინაარსზე გადასვლა

მინიია (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდინარე მინიია კინტაის მახლობლად

მინიია — მდინარე დასავლეთ ლიეტუვაში, ნემანის მარჯვენა შენაკადი. მისი სიგრძე 202 კილომეტრია და სათავეს იღებს დიდოვასის პატარა ტბიდან, ხოლო ჰიდროგრაფიულად სიდეკლისის ტბიდან, ტელშიაიდან სამხრეთით, 14 კმ-ში. სიდეკლისიდან გამომავალ ნაკადულს მავა ეწოდება, ილგისისა და პლუოტინალისის ტბებს შორის - კლიურკე და მხოლოდ დიდოვოს ტბის გავლის შემდეგ ეწოდება მას მინიია.

მიედინება ილგისის, პლუოტინალისის, დიდოვასის და გარგჟდაის, პრიეკულეს ტბებში, სანამ მიაღწევს ნემუნასის დელტას და იტოტება.

1873 წელს აშენდა არხი, სახელწოდებით „ვილჰელმო კანალასი“, რომელიც მინიიას პირდაპირ კლაიპედას პორტთან აკავშირებდა.

  • მარცხნივ: პალა, ალანტასი, ჟველსა, აგლუონა, ვეივირჟასი, ტენენისი
  • მარჯვნივ: საუსდარავასი, ბაბრუნგასი, მიშუპე, სალნატასი