მინიატურული პინჩერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინიატურული პინჩერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 4-6 კგ.
სიმაღლე 25-30 სმ.
ბეწვი მრავალფეროვანი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

მინიატურული პინჩერი (გერმ. Zwergpinscher) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში XVIII საუკუნეში.

მინიატურული პინჩერი რამდენიმე ასეული წლის წინ შეიქმნა მღრღნელების გასანადგურებლად. თავდაპირველად ის საკმაოდ მსხვილი აღნაგობის იყო. დღევანდელი დახვეწილი გარეგნობა კი შემდგომი სელექციური მუშაობის შედეგია. მინიატურული პინჩერი ჰგავს პატარა დობერმანს, მაგრამ ამ ორ ჯიშს მხოლოდ ის ქვეყანა აერთიანებს, რომელშიც ისინი წარმოიშვნენ (პინჩერი, შესაძლოა 200 წლით "უფროსია" დობერმანზე). დღეს ეს ციცქნა ტერიერი (გერმანული სიტყვა "პინჩერი" იგივეს ნიშნავს, რასაც ინგლისური "ტერიერი" - სოროს ძაღლი) მხოლოდ სახლის პირობებში ჰყავთ, თუმცა მას არ დაუკარგავს ვირთხის ჭერის არაჩვეულებრივი ნიჭი. მიუხედავად თავისი მოკრძალებული ზომებისა, მინი პინჩერი სიამოვნებით იწვევს ჩხუბში დიდ ძაღლებს და, შედეგებზე დაუფიქრებლად, ყოველთვის ცდილობს პირველმა უკბინოს.

მინი პინჩერს აქვს მოკლე, ხშირი, მბზინავი ბალანი, რომელიც მთელ სხეულზე თანაბრადაა განაწილებული. მისი შეფერილობა შეიძლება იყოს წითური, მონაცრისფრო წითური, შოკოლადისფერ ჩალისფერი, მოშავო ჩალისფერი. მინი პინჩერი კარგად ეგუება ქალაქის პირობებს და ცხელ, მზიან კლიმატს, ადვილია მისი გაწვრთნა, კარგი მოდარაჯეა. შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას მინი პინჩერის სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]