შინაარსზე გადასვლა

მინევრა ურეკალი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინევრა ურეკალი

მინევრა ურეკალი
დაბადების თარიღი 22 სექტემბერი, 1894
ევრიკა, კალიფორნია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 26 თებერვალი, 1966 (71 წლის)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1933-1962
მეუღლე(ები) მაქს ჰოლცერი

მინერვა ურეკალი (ინგლ. Minerva Urecal; დ. 22 სექტემბერი, 1894 — გ. 26 თებერვალი, 1966) — ამერიკელი თეატრის მსახიობი და რადიოწამყვანი. ასევე იყო მსახიობი ჰოლივუდის ფილმებსა და სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებში 1950-იანი წლების დასაწყისიდან 1965 წლამდე. [1]

მინევრა დაიბადა ევრიკაში, კალიფორნია, 1894 წელს. [1] მოგვიანებით მან ჩამოაყალიბა თავისი სასცენო სახელი მშობლიური ქალაქისა და შტატის სახელების ასოების შერწყმით. [1]

სანამ რადიოსა და სცენაზე გამოვიდოდა, ურეკალი ვიდევილი შემსრულებელი იყო. მოგვიანებით კი, 1933 წელს, მისი დებიუტი შედგა. მან ითამაშა ძირითადად არაკრედიტებული როლები, როგორებიცაა: მდივანი, მრეცხავი და მესაზღვრე ქალები. ტელევიზიაში მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო. ტელევიზიით მინევრამ ითამაშა მაუ ბოუის, მთავარი გმირის დედის როლი, ფილმში ჯიმ ბოუის თავგადასავალი (1956-1958). [2]:13-14 იგი მიწვეული იყო CBS-ის My Friend Flicka- ში, The Roy Rogers Show-ში, The Lone Ranger-ში და სინდიკატურ The Range Rider-ში. მას ასევე ჰქონდა განმეორებადი როლი 1953-1954 წლებში სიტუაციურ კომედიაში „გაიცანი მისტერ მაკნატლი “, ჯოზეფინ ბრედლის როლში, რომელიც ქალთა კოლეჯის დეკანი იყო. გადაცემა გადაიცემოდა CBS რადიოსა [3] და CBS-TV-ზე. [2] მან ასევე ითამაშა ბილი დალაქი 1950 წლის მარტოხელა რეინჯერის ეპიზოდში, როგორც "დიდი ბილი".

1957 წელს ურეკალმა შეასრულა მისი ერთ-ერთი მთავარი სატელევიზიო როლი სინდიკატში The Adventures of Tugboat Annie, რომელშიც მთავარი პერსონაჟის როლს ასრულებს. [2]:18 მოგვიანებით, 1957 წელს, მინევრა გამოჩნდა როგორც მემამულე, პერი მეისონის ეპიზოდში "The Case of the Fan Dancer's Horse".

იგი გამოჩნდა Walter Brennan ABC-ის სიტკომში The Real McCoys სერიალის 1960 წლის ეპიზოდში "The Gigolo" და ვესტერნულ სერიალში Whispering Smith ეპიზოდში "Swift Justice". იგი მოახლის როლს ასრულებდა CBS-ის სიტკომის ანგელოზის 1961 წლის ეპიზოდში "Call Me Mother", რომელშიც მთავარ როლს ენი ფარჟი ასრულებს. მისი ბოლო სატელევიზიო გამოჩენა იყო მომდევნო წელს, როდესაც მან ითამაშა მისის გრიფინი Petticoat Junction-ის ეპიზოდში სახელწოდებით "ბილი ჯოს დამოუკიდებლობის დღე".

პირადი ცხოვრება და სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურეკალი დაქორწინებული იყო მაქს ჰოლცერზე.

იგი 1966 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა გლენდეილში, კალიფორნია, 71 წლის ასაკში. [4] იგი ჰოლივუდის სამუდამო სასაფლაოზე დაკრძალეს. [5]

  1. 1.0 1.1 1.2 Scheuer, Steven H. (1958). "Tugboat Annie Sails Again", archives (1923-1963) of the Chicago Daily Tribune, November 15, 1958, p. C7. ProQuest Historical Newspapers.
  2. 2.0 2.1 2.2 Terrace, Vincent (2011) Encyclopedia of Television Shows, 1925 through 2010. McFarland & Company, Inc., Publishers, გვ. 876. ISBN 978-0-7864-6477-7. 
  3. Terrace, Vincent (1999) Radio Programs, 1924-1984: A Catalog of More Than 1800 Shows. McFarland & Company, Inc., გვ. 224. ISBN 978-0-7864-4513-4. 
  4. Ellenberger, Allan R. (2001) Celebrities in Los Angeles Cemeteries: A Directory (en). McFarland, გვ. 154. ISBN 9780786450190. ციტირების თარიღი: 30 January 2018. 
  5. Wilson, Scott. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons, 3d ed.: 2 (Kindle Locations 25047-25048). McFarland & Company, Inc., Publishers. Kindle Edition.