მინგეჩაურის არქეოლოგიური კომპლექსი
| მინგეჩაურის არქეოლოგიური კომპლექსი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა |
|
| თარიღდება | ადრეული ბრინჯაოს ხანა (ძვ.წ. III ათასწლეული) |
| ტიპი | არქეოლოგიური ძეგლი |
მინგეჩაურის არქეოლოგიური კომპლექსი (აზერ. Mingəçevir arxeoloji kompleksi) — მდებარეობს ბოზდაღის ქედის სამხრეთ კალთებზე, მტკვრის ნაპირებზე. ადრეული ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. III ათასწლეული) დაწყებული XVII საუკუნემდე თარიღდება. კომპლექსი მოიცავს ოთხ დასახლებასა და ოთხ დიდ სამარხს.
გათხრები დაიწყო 1946-1953 წლებში მინგეჩაურის კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით. გამოვლინდა ადრეული რკინის ხანის და შუა საუკუნეების ნაშთები, მათ შორის ალბანური ეკლესიები და ქრისტიანული და მუსლიმური სამარხები. კომპლექსში აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის ჭურჭელი, ფაიფურისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, რკინის იარაღები, მონეტები და სხვა. 40 ათასამდე არქეოლოგიური საგანძური კავკასიური ალბანეთის კულტურას უტყუარ დასტურად წარმოადგენს.
2001-ლ წელს აზერბაიჯანის მთავრობის №132 ბრძანებით, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული არაერთი ძეგლი გამოცხადდა ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლებად, მათ შორის შუა ბრინჯაოს ხანის დასახლება და გვიანბრინჯაოს-ადრეული რკინის ხანის სამარხები[1].
გათხრების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მინგაჩაურის არქეოლოგიური კომპლექსის პირველი აღწერა XIX საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება[2]. 1871 წელს არქეოლოგმა ფრიდრიხ ბაიერნმა სტატიაში „კავკასიის უძველესი ნაგებობების შესახებ" აღწერა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული სამარხები და ნაგებობათა ნაშთები[3].
კომპლექსის სისტემატური კვლევა 1935 წელს დაიწყო აზერბაიჯანის სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიამ[4]. ინტენსიური გათხრები 1946-1953 წლებში სალეჰ კაზიევის ხელმძღვანელობით, მინგაეჩაურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო ჩატარდა[2][3]. 1946-1948 წლებში 650-ზე მეტი სამარხი და 7500-ზე მეტი არტეფაქტი აღმოაჩინეს[4].
გათხრებში მონაწილეობდნენ მკვლევარები: სალეჰ კაზიევი - ექსპედიციის ხელმძღვანელი, შეისწავლა ძვ.წ. I ათასწლეულიდან ახ.წ. VII-VIII საუკუნეების მასალები; თამარა გოლუბკინა - იკვლევდა დოქების სამარხებს და ზოომორფულ კერამიკას[5]; გავრიილ იონე - შეისწავლა კერამიკული ღუმელები და უნიკალური ჭურჭელი[6]; ევგენი პახომოვი - ქვევრების სამარხებს იკვლევდა[7].
1959 წელს ვაჰიდოვის, ასლანოვისა და იონეს ერთობლივი ნაშრომი „ძველი მინგეჩაური“ პირველად სისტემატურად წარმოაჩენს ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მასალებს[8]. 1961 წელს ვაჰიდოვმა გამოსცა წიგნი „მინგეჩაური III-VIII საუკუნეებში“, სადაც აღწერილია ადრეული შუა საუკუნეების ნამოსახლარები, მატერიალური კულტურის ნაშთები და ალბანური წარწერები[9].
არქეოლოგიური ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასახლება №1
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბოზდაღის ქედის ხეობასთან. პირველად 1950 წელს შისწავლეს[10]. დასახლებაში აღმოჩენილია: გვიანი ენეოლითის პერიოდის კერამიკის ფრაგმენტები; 300-ზე მეტი კაჟისა და ობსიდიანის ნივთი (დანები, ისრისპირები); კერამიკული ღუმელების ნაშთები (ძვ.წ. I ათასწლეული)[11]; საყოფაცხოვრებო ნივთები (საფქვავები, ბრინჯაოს სამსხმელო ყალიბები).
დასახლება სამი კულტურული ფენისგან შედგება[1]:
- ქვედა ფენა - მტკვარ-არაქსის კულტურა (ძვ.წ. III ათასწლეული)
- შუა ფენა - ხოჯალი-გადაბეური კულტურა (ძვ.წ. II-I ათასწლეული)
- ზედა ფენა - ადრეული რკინის ხანა (ძვ.წ. VIII-II სს)
დასახლება №2
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სუდაღილანის მხარეში მდებარეობს[12]. შუა საუკუნეების ნასახლარი ოთხი კულტურული ფენითაა წარმოდგენილი.
- I ფენა (I-III სს) - აღმოჩენილია სამეურნეო ორმოები და კერამიკული ნაწარმი[13];
- II ფენა (IV-VII სს) - საცხოვრებელი ნაგებობები და VI საუკუნის სამნავიანი ეკლესია ალბანური წარწერებით[14];
- III ფენა (VIII-IX სს) - VIII-IX საუკუნეების ქრისტიანული ტაძრის ნაშთები და არაბული მონეტების განძი[15];
- IV ფენა (X-XIII სს) - მოჭიქული კერამიკა და შუა საუკუნეების მონეტები[16].
დასახლება №3
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე ბოზდაღის ხეობის შესასვლელთან მდებარეობს. კულტურული ფენის სისქე 5-5.5 მეტრია.
პირველი ფენა აღმოჩენილია საცხოვრებელი ნაგებობები ტოტებისა და ლერწმისგან, თიხით შელესილი ხანძრის კვალი. ნაპოვნია ვაზები, დოქები და თასები, რომლებიც თარიღდება X-XIII საუკუნეებით.
მეორე ფენა თარიღდება VI-IX საუკუნეებით (მონეტების მიხედვით) შენობები აგებულია ნედლი აგურით. აღმოჩენილია კერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ცხოველების ძვლები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები, ბამბის თესლი და ხილის კურკები ნაპოვნია ბრინჯაოსა და რკინის სამკაულები.
დასახლება №4
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. აღმოჩენილია 1949 წლის ბოლოს. ძირითადად თარიღდება XIV-XVII საუკუნეებით. არტეფაქტების უმრავლესობა XII-XIV საუკუნეებისაა
ტერიტორიაზე აღმოჩენილია 300-ზე მეტი ქვევრსამარხი (1946-1953 წწ.)
მნიშვნელოვანი აღმოჩენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხედრო იარაღი დაახლოებით 30 სამარხში აღმოაჩინეს. ასევე მრავალფეროვანი არტეფაქტები: რკინის იარაღი (ხმლები, შუბები, ხანჯლები); თიხის ჭურჭელი; სამკაულები (ბეჭდები, სამაჯურები, მძივები); ბრინჯაოს სასანთლეები; რომაული და არშაკიდული მონეტები.

ქალთა სამარხებში აღმოჩენილია მრავალი სამკაული, მათ შორის 42-მდე ფეხის სამაჯური; მოხატული კერამიკა ფრინველების, მცენარეების და გეომეტრიული ორნამენტებით. ნაპოვნია ადრეული ცხენის აღკაზმულობა ორნამენტირებული ძვლის ნაწილებით (თარიღდება ძვ.წ. XI-IX სს.)
ძირითადი დასახლების პერიოდი ძვ.წ. VIII საუკუნიდან ახ.წ. XVII საუკუნემდე თარიღდება. ქვევრსამარხები თარიღდება ძვ.წ. II-I და ახ.წ. I-II საუკუნეებით. გრუნტის სამარხები წინ უსწრებს ქვევრსამარხების პერიოდს.
ადრეული კატაკომბური სამარხები მიეკუთვნება I-II სს., შუა პერიოდი - III-IV სს., ხოლო გვიან - V-VII სს. ჩვ.წ[17]. კატაკომბებში შესასვლელად გამოიყენებოდა სპეციალური თხრილი ვერტიკალური გვერდითი მონაკვეთებით. არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იმ დროს სოფლის მეურნეობით, მესაქონლეობით, ხელოსნობით, მეთევზეობითა და მებაღეობით იყო დაკავებული. დაკრძალვის რიტუალი დროთა განმავლობაში იცვლებოდა, რაც ჩანს კატაკომბების ფორმებისა და სამარხი ინვენტარის მრავალფეროვნებაში[17].
II-III სს. მტკვრის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი იყო ხის კაბინის ტიპის სამარხები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეერწყა კატაკომბურ ფორმას[17]. კაბინები მზადდებოდა სქელი მორებისგან და ქმნიდა ერთგვარ კუბოს. ცხედარი მოთავსებული იყო დახვეულ მდგომარეობაში, თავი აღმოსავლეთისკენ. ასეთ სამარხებში აღმოჩენილი იყო მინის ჭურჭელი, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთები, მონეტები და იარაღი. მათ გარშემო ხშირად სხვა ჩონჩხები მჯდომარე პოზაში იყვნენ, რაც მათი განსაკუთრებული დაკრძალვის ტრადიციაზე მიუთითებს[17].
მინგეჩაურში აღმოჩენილი 40 ათასამდე არქეოლოგიური ძეგლი დიდი სამეცნიერო მნიშვნელობით გამოირჩევა, რაც მათ ქრონოლოგიურ სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაშია. არქეოლოგი რაჰიმ ვაიდოვი აღნიშნავს, რომ ეს მასალა ასახავს ადგილობრივი მოსახლეობის კულტურის განვითარების რთულ და უნიკალურ პროცესს[18].
ისტორიკოსი კამილა ტრევერი აღნიშნავს, რომ მინგეჩაურის აღმოჩენებმა გააფართოვა წარმოდგენა კავკასიური ალბანეთის მატერიალურ კულტურასა და მცენარეულ სიმდიდრეზე[5]. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ალბანური წარწერიანი ქვის ფილა VI-VII საუკუნეების ტაძრიდან, რომელსაც ალბანური ენის შესწავლაში წვლილი შეაქვს[5].
გავრიილ იონეს მიხედვით, დოქის სამარხების აღმოჩენები იძლევა ინფორმაციას მოსახლეობის იარაღის ტიპებსა და სოციალური სტრუქტურის შესახებ, სადაც გამოიკვეთა თავადაზნაურობა და მონობა[5]. ტრევერის შეფასებით, მინგეჩევირის სამარხებში ნაპოვნი ინდური და სპარსული საგნები მოწმობს რეგიონში კულტურულ ურთიერთობებს. სალეჰ კაზიევი აღნიშნავს ელინისტურ სამყაროსთან კავშირებს IV-III საუკუნეების ნივთებით[19].
ისტორიკოსი რაუფ მუნჩაევი მინგეჩევირს ახასიათებს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს რეგიონის კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესასწავლად ოთხი ათასი წლის განმავლობაში[20].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI NAZİRLƏR KABİNETİNİN QƏRARI
- ↑ 2.0 2.1 Минҝәчевир археоложи комплекси (азерб.) // Азербайджанская советская энциклопедия. — Баку, 1982. — C. VI.
- ↑ Байерн Ф. С. О древних сооружениях на Кавказе // Сборник сведений о Кавказе. — Тифлис, 1871. — Т. I. — С. 325.
- ↑ 4.0 4.1 Бороздин И. Н. Труды Музея истории Азербайджана // Вестник древней истории. — 1952. — № 1. — С. 156—162.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Тревер К. В. Очерки по истории и культуре Кавказской Албании IV в. до н. э. — VII в. н. э. — М.-Л.: Издательство Академии наук СССР, 1959. — 389 с.
- ↑ Тревер, 1959, с. 36.
- ↑ Тревер, 1959, с. 36.
- ↑ Нариманов И. Г., Ямпольский З. И. Г. М. Асланов, Р. М. Ваидов, Г. И. Ионе. Древний Мингечаур // Советская археология. — 1962. — № 3. — С. 318.
- ↑ Сумбатзаде А. С. Азербайджанская историография XIX—XX вв. — Баку: Элм, 1987. — С. 177.
- ↑ Ваидов, 1952, с. 89.
- ↑ Ваидов, 1952, с. 91.
- ↑ Ваидов, 1952, с. 88.
- ↑ Ваидов Р. М., 1954, с. 130.
- ↑ Ваидов Р. М., 1954, с. 133.
- ↑ Ваидов Р. М., 1954, с. 136.
- ↑ Ваидов Р. М., 1954, с. 138.
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 Асланов Г. А. К изучению раннесредневековых памятников Мингечаура // Краткие сообщения Института истории материальной культуры. — 1955. — Вып. 60.
- ↑ Ваидов Р. М. Археологические работы в Мингечауре в 1950 году // Краткие сообщения Института истории материальной культуры. — 1952. — Вып. 46.
- ↑ Ионе Г. И. Мингечаурские кувшинные погребения с оружием // Краткие сообщения Института истории материальной культуры. — 1955. — Вып. 60.
- ↑ Мунчаев Р. М. Мингечаур // Советская историческая энциклопедия / Под ред. Е. М. Жукова. — М.: Советская энциклопедия, 1966. — Т. IX.