მინა შარონ მიოი

მინა მიოი (იაპ. 名井 南; დაბ. 24 მარტი, 1997) — ცნობილი როგორც მინა (კორ. 미나; იაპ. ミナ), იაპონელი მომღერალი და მოცეკვავე სამხრეთ კორეაში. არის სამხრეთკორეული გოგონათა ჯგუფის, Twice-ის (2015) და მისი ქვედანაყოფის, MiSaMo-ს წევრი, რომელიც დადებიუტდა 2023 წელს.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მინა დაიბადა 24 მარტს, 1997 წელს, სან ანტონიოში, ტეხასში, იაპონურ ოჯახში. პატარაობაში, მინას ოჯახი იაპონიაში დაბრუნდა და გოგონაც ნიშინომიაში, კანსაის რეგიონში გაიზარდა. მინას მამა ორთოპედიული ქირურგი იყო, ოსაკას უნივერსიტეტ-საავადმყოფოში. ჰყავს ერთი უფროსი ძმა-კაი. მინა სამი წლიდან კლასიკურ ბალეტზე დადიოდა, 11 წლის განმავლობაში. შემდგომში, K-pop საცეკვაო სტუდიაში ვარჯიშობდა, სანამ JYP Entertainment-ში გაწევრიანებამდე. მინა დადიოდა Obayashi Sacred Heart School-ში, ტაკარაზუკაში, 2013 წლამდე. უმაღლესი სკოლის მეორე კლასიდან გამოვიდა და სამხრეთ კორეაში სტაჟიორი გახდა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დებიუტამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მინა საყიდლებზე იყო დედამისთან ერთად, ოსაკაში, როდესაც JYP Entertainment-ის აგენტმა შენიშნა. იგი სამხრეთ კორეაში 2014 წლის იანვარში გადავიდა და გახდა JYP-ის სტაჟიორი. 2015 წელს მინამ მონაწილეობა მიიღო სამხრეთკორეულ რეალითი შოუში, Sixteen, რომელიც ახალი ჯგუფის, Twice-ის წევრების ასარჩევად შექმნა JYP Entertainment-მ. მინა შეუერთდა ცხრაწევრიან გოგონათა ჯგუფს.
დებიუტი-Twice და MiSaMo
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის ოქტომბერში, მინა ოფიციალურად დადებიუტდა Twice-ში და გამოუშვეს პირველი EP, "The Story Begins".
2023 წლის 9 თებერვალს JYP-მა გამოაცხადა რომ მინა, თანაჯგუფელებთან, მომოსა და სანასთან ერთად, დადებიუტდებოდა ჯგუფ MiSaMo-ში, EP-ით, სახელწოდებით "Masterpiece". ტრიოს დებიუტამდე, 25 იანვარს, გამოუშვეს ტრეკი "Bouquet", როგორც TV Asahi-ის დრამატული სერიალის, "Liaison: Children's Heart Clinic"-ს საუნდტრეკი.