მინარქიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მინარქიზმი (ინგლ. minarchism; ლათ. minimus — მინიმალური + ძვ. ბერძნ. ἄρχη — ძალაუფლება) — პოლიტიკური ფილოსოფია, რომლის მიხედვით სახელმწიფოს ფუნქციები უნდა შემოიფარგლებოდეს მოქალაქეების თავისუფლებისა და საკუთრების დაცვით. მინარქიზმი ლიბერტარიანიზმის განშტოებაა, რომელიც ემხრობა მინიმალური ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს არსებობას. ტერმინი „მინარქიზმი“ პირველად გამოიყენა სამუელ კონკინმა 1980 წელს.

მინიმალური სახელმწიფოს საუკეთესო ისტორიულ მაგალითებად XIX საუკუნის ბოლოს ადრეული ინდუსტრიალიზაციის პერიოდის დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ითვლება.[1] თავის ნაშრომში „ანარქია, სახელმწიფო და უტოპია“ რობერტ ნოზიკმა (1938-2002 წწ) განავითარა ჯონ ლოკის იდეებთან მიახლოებული ლიბერტარიანიზმის მოდელი, სადაც ასევე აისახა XIX საუკუნის ინდივიდუალისტების: ჰერბერტ სპენსერისა (1808-1887 წწ) და ბენჟამინ ტაკერის (1854-1939 წწ) გავლენა. მისი თქმით, სახელმწიფოს ფუნქციები მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული და დაყვანილი მოქალაქეების ქურდობის, თაღლითობისა და ძალადობისგან დაცვაზე, ხოლო იძულება გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ პირებისადმი, რომლებიც არღვევენ სხვის თავისუფლებას.[2][3] ყველა დანარჩენი ფუნქცია, მისი აზრით, ადრე თუ გვიან პიროვნების უფლებების ხელყოფა გახდება. ამიტომ ასეთი ფუნქციების გამართლება არ შეიძლება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ევოლუციური სახელმწიფო. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2019
  2. ბალარჯიშვილი, ინგა. ახალი პოლიტიკური ეკონომია. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2019
  3. Feser, Edward. Robert Nozick (1938—2002). ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2017