მინამოტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დინასტიის ემბლემა (მონი).

მინამოტო (იაპონ. ) — შუა საუკუნეების იაპონიის სამხედრო ფეოდალ-გამგებელი, სიოგუნების პირველი დინასტია (1192-1333). დააარსა იორიტომო მინამოტომ. მინამოტოს სიოგუნატის სამხედრო-ფეოდალური წოდება დაუპირისპირდა ძველ არისტოკრატიას (იმპერატორის მეთაურობით), რომლის მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი იორიტომო მინამოტომ დაურიგა თავის მომხრეებს ლენის სახით. ფორმალურად იმპერატორის ხელისუფლება არ იყო გაუქმებული, სიოგუნები ნომინალურად იმპერატორის სახელით მოქმედებდნენ. მინამოტოს სიოგუნატის დროს თანდათან წარმოიშვა სახელოსნო ამქრები და სავაჭრო გილდიები (ძა), შეიქმნა ბაზრები, შემოიღეს ერთიანი ფულადი სისტემა. XIV საუკუნის 30-იან წლებში მინამოტოს სიოგუნები შეცვალა ასიკაგას სიოგუნების დინასტიამ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: