მიმინგის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიმინგის პლატო (გერმ. Mieminger Plateau) — მთიანი პლატო ავსტრიაში, მდებარეობს ტიროლში, ზღვის დონიდან 850-1000 მეტრზე, მინინგის ქედის სამხრეთით. იგი მოიცავს ვილდერმიმინგის, მიმინგის, ობშტაიგისა და მეცის მუნიციპალიტეტებს.

პლატო შედგება ვიურმული ეპოქას მორენებისა და ხრეშისაგან. სამხრეთით ტერასას ესაზღვრება ახბერგის ქედი.

პლატოს სიგრძეა 14 კმ, ხოლო სიგანე 4 კმ.

პლატოზე გადის მრავალი საფეხმავლო, ხოლო ზამთარში სათხილამურო მარშრუტი და იგი წარმოადგენს დასვენებისათვის პოპულარულ ადგილს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]