მილ-მუღანის ეკონომიკური რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილ-მუღანის ეკონომიკური რეგიონი

მილ-მუღანის ეკონომიკური რეგიონი (აზერ. Mil-Muğan iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის 14 ეკონომიკური რეგიონიდან ერთ-ერთი. მოიცავს ბეილაგანის, იმიშლის, საათლისა და საბირაბადის ადმინისტრაციულ რაიონებს.

1991 წლიდან 2021 წლამდე ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ოლქების ტერიტორია შედიოდა არანის ეკონომიკური რეგიონის (ამჟამად ცენტრალური არანის ეკონომიკური რეგიონი) შემადგენლობაში.

მილ-მუღანის ეკონომიკური რეგიონი შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2021 წლის 7 ივლისის ბრძანებულებით „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეკონომიკური რეგიონების ახალი დაყოფის შესახებ“.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]