შინაარსზე გადასვლა

მილკა ტერნინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღბეჭდილი 1887 წელს

მილკა ტერნინა (დ. 19 დეკემბერი, 1863 – გ. 18 მაისი, 1941[1]) — ხორვატი თეატრალური სოპრანო, რომელიც სარგებლობდა მაღალი რეპუტაციით ამერიკისა და ევროპის ოპერის სახლებში. მას აქებდა, როგორც აუდიტორია, ასევე მუსიკის კრიტიკოსები, რადგან მილკას ბრწყინვალე სიმღერა ელექტროფიცირებას ახდენდა ყველაზე, რაც მის ორივე იტალიურ და გერმანულ ნამუშევრებში ჩანდა. მის კარიერას ბოლო მოეღო 1906 წელს ავადმყოფობის გამო, რომელმაც პარალიზებულ მდგომარეობაში ჩააგდო მისი სახის ნერვები.

წარმოშობით ვეჟისცედან (კრიჟის ნაწილი), ახალგაზრდა ტრნინა (ჩვეულებრივ ინგლისურენოვან დ სხვა დანარჩენ ქვეყნებში უწოდებენ მილკა ტერნინას) სიმღერას სწავლობდა კერძოდ, იდა ვინთერბერგთან ზაგრებში, ხოლო შემდეგ ჯოსეფ გრენსბახერთან კონსერვატორიაში, ვენაში. მისი კლასი მილკამ 1883 წელს დაასრულა ოქროს მედლით. მას საოპერო დებიუტი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ჰქონდა ზაგრებში, სიმღერით „ამელია“ ჯუზეპე ვერდის 1882 წლის ნაწარმოებით ბალ მასკარადზე.

მილკა ტ (ე) რნინას სარეკლამო ფოტო ტოსკას როლში, გადარებულია მეტროპოლიტენის პრემიერისთვის ამავე სახელწოდების ოპერისთვის 1901 წელს.
ხორვატიის სახელმწიფო თეატრის საპატიო წევრობის სერთიფიკატი

ტერნინა თავდაპირველად ლაიფციგში სრულ განაკვეთზე პროფესიონალან შემსრულებლად მუშაობდა, ხოლო შემდგომში მიიღო მუდმივი პოციზია საოპერო საზოგადოებაში გრაცში 1884 წელს. მან იქ 2 წელი გაატარა, შეიძინა სასარგებლო ცოდნა სასცენო ხელოვნებასა და დაამტკიცა ოპერისადმი, როგორც სერიოზული ხელოვნების ფორმისადმი ერთგულება.

დირიჟორ ანტონ ზაიდლეზე ტერნინას პოტენციალმა შთაბეჭდილება მოახდინა და შესთავაზა მას ბრემენის საოპერო თეატრში შეეცვალა ერთ-ერთი გახამურებული დრამატული სოპრანო კატარინა კლაფსკი. ბრემენში მან მონაწილეობა მიიღო რიჩარდ ვაგნერის „ბეჭდის ციკლში“ (მისი პირველი). 1890 წელს ის დაკავებული იყო მუნიხის სამეფო ოპერაში, სადაც, მომდევნო რამდენიმე წელში, აიმაღლა რეპუტაცია, როგორც უმაღლესი კლასის მომღერალმა და სახელი მოიხვეჭა, როგორც ვაგნერის მუსიკალური დრამების ცნობილმა შემსრულებელმა. ის ასევე გამორჩეული იყო, როგორც ბეთჰოვენის ლეონორე.

ტერნინას ჩრდილო ამერიკული დებიუტი შედგა ბოსტონში 1896 წელს, როდესაც მან იმღერა Brünnhilde in Die Walküre დამროშის საოპერო კომპანიასთან ერთად. 1898 წელს ის პირველად გამოჩნდა ლონდონის ოპერაში, იზოდლას როლის შესრულებით „ტრისტანი და იზოლდაში“. მან გააგრძელა სამეფო საოპერო თეატრებსა და კოვენტ გარდენში გამოჩენა 1906 წლამდე. ამ ხნის მანძილზე ის გამოჩნდა 98 სხვადასხვა ოპერებში.

ტერნინა გამოჩნდა 1899 წლის ბაიროითის ფესტივალზე, სადაც ასრულებდა კუნდრის როლს პარსიფალში. ოქსფორდის მოკლე საოპერო ლექსიკონის თანახმად, ეს ადასტურებას მის სოლო გამოჩენას ბაიროითში. 1900 წლის 27 იანვარს ტერნინას ჰქონდა დებიუტი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენში, სადაც შეასრულა ელიზაბეტის როლი Tannhäuser-დან. მეტროპოლიტენთან მისი ნაყოფიერი თანამშრომლობის დროს იგი მღეროდა კუნდრის პარსიფალის პირველ ამერიკულ შესრულებაში. რადგან ოპერის ეს შესრლება ვაგნერის ოჯახის მიერ უფლებამოსილი არ იყო, მილკა აღარასდროს მიუწვევიათ ბაიროითის ფესტივალზე, მიუხედავად მისი, როგორც არტისტის დიდი ღირებულებისა.

მილკა ტერნინას მემორიალი ვერჟისცეში

ტერნინამ შესანიშნავად იმღერა მთავარი როლი 1901 წლის ჯაკომო პუჩინის ტოსკას ამერიკულ პრემიერაზე. მან შეასრულა თავისი ნაწილი მეტროპოლიტენში დიდი წარმატებით 18-ჯერ. წინა წელს ის ასევე იყო ლონდონის პირველი ფლორია ტოსკა კომპოზიტორთან ერთად, რომელიც იმ ღამეს კოვენტ გარდენში მაყურებელი იყო, სადაც მან ტერნინას ინეტერპრეტაცია შეაფასა, როგორც „იდეალური“. ამით მილკა გახდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ინგლისურენოვანი ინტერპრეტატორი ამ კონკრეტულ პუჩინი ჰეროინეში.

1906 წელს ტერნინამ განიცადა სახის დამბლის შეტევა, რომელმაც გავლენა მოახდინა მისი თვალის არეალზე. ეს სენი მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, ამიტომ ის იძულებული იყო თავისი შესაძლებლობის პიკში დაეტოვებინა სცენა. ერთი წლის განმავლობაში ის ასწავლიდა სიმღერას ნიუ-იორკის მუსიკალური ხელოვნების ინსტიტუტში, რის შემდეგაც წამოვიდა საერთაშორისო მუსიკალური სცენიდან და დაბრუნდა ზაგრებში. ზაგრებში მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლე იყო განთქმული სპინტო სოპრანო და მეტროპოლიტენ ოპერის ვარსკვლავი ზინკა მილანოვი.

ტერნინა გარდაიცვალა 77 წლის ასაკში, ზაგრებში 1941 წელს. მას არ განუხორციელებია არანაირი სარეკლამო ხმის ჩაწერა, მაგრამ მისი სიმღერის ფრაგმენტების გარჩევა შესაძლებელია მეპლესონ ცილინდრების ჩანაწერებში მეტროპოლიტენში, დაახლოებით XX საუკუნის დასაწყისის. ისინი ხელმისაწვდომია სიმპოზიუმის ჩანაწერების მიერ ხელახლა გამოცემულ CD-ზე (კატალოგი ნომერი 1284).

  • David Ewen, Encyclopedia of the Opera: New Enlarged Edition. New York; Hill and Wang, 1963.
  • Harold Rosenthal and John Warrack, The Concise Oxford Dictionary of Opera, second edition. London; Oxford University Press, 1980.
  • Richard Somerset-Ward, Gods and Angels, New Haven and London; Yale University Press, 2004.
  1. Milka Trnina Croatian. hrt.hr. Croatian Radiotelevision (19 December 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 8 April 2014.