შინაარსზე გადასვლა

მილიციის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილიციის კოშკი

მილიციის კოშკი (იტალ. Torre delle Milizie) — კოშკი რომში. მდებარეობს რომული ფორუმის სამხრეთ-დასავლეთით. კოშკს შეერქვა პოპულარული მეტსახელი „ნერონის კოშკი“, რადგან არსებობდა მითი, რომ მისი აივნიდან იმპერატორი ნერონი უყურებდა რომის დიდ ხანძარს.

კოშკის  მშენებლობა სავარაუდოდ თარიღდება რომის პაპ ინოკენტი III-ის (1198–1216 წწ.) დროით. აგებულია არეტინოს ოჯახის სახსრებით. XIII საუკუნის ბოლოს კოშკი ეკუთვნოდა ძლევამოსილ ანიბალდის ოჯახს, რომელსაც მოჰყვა პრეფეტი დი ვიკო და კაეტანები, პაპი ბონიფაციუს VIII-ის ოჯახი. კაეტანის მფლობელობის დროს, კოშკი გაფართოვდა და გაძლიერდა და კონკურენციასაც კი უწევდა რომის მთავარ ციხეებს.

XIII საუკუნის ბოლოს, როდესაც ჰენრი VII ლუქსემბურგელი ჩავიდა რომში საღვთო რომის იმპერატორად კორონაციისთვის (1312 წლის მაისი-ივნისი), მან აირჩია სწორედ მილიციის კოშკი, როგორც ბაზა თავისი მომხრეებისთვის. ოცი წლის შემდეგ კოშკი გადაეცა კონტებს. კონტიმ კოშკი შეინარჩუნა 1619 წლამდე, თუმცა მოგვიანებით იგი შეიძინეს მეზობელი მონასტრის მონაზვნებმა.

1911 წელს კოშკი გამოცხადდა იტალიის ეროვნულ ძეგლად.

კოშკი აგებულია კვადრატული ფორმით, მისი გვერდები ითვლის 10,5 მეტრს × 9,5 მეტრზე. მისი თავდაპირველი სიმაღლე გაურკვეველია, მაგრამ 1348 წლის მიწისძვრის შემდეგ, ზედა ორი სართული დაანგრიეს, რითაც სტრუქტურა შემცირდა და გახდა მისი დღევანდელი სიმაღლე, დაახლოებით 50 მეტრი. 1348 წლის მიწისძვრამ ასევე გამოიწვია სტრუქტურის მცირე დახრილობა.

  • Rendina, Claudio (1999). Enciclopedia di Roma. Rome: Newton & Compton. 
  • Gregorovius, Ferdinand (2010). History of the City of Rome in the Middle Ages. UK: Cambridge University Press, გვ. 667. ISBN 978-1108015066. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]