მილის ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მილის ველიმტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილი მტკვრის მარჯვენანაპირეთში, მდინარე არაქსის ქვემო დინების დასავლეთით, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (აზერბაიჯანი). წარმოადგენს ნახევარუდაბნო ვაკეს, დასავლეთით ამაღლებულია და დანაწევრებულია მშრალი ხევებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბალია (ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს). ჰავა გვალვიანია, იცის ცხელი ზაფხული. ნალექები დაახლოებით 300 მმ წელიწადში. ნიადაგები — რუხ-ყავისფერი, რუხი, რუხ-მდელოსი, ზოგან მლაშობები. მცენარეულობა — ნახევარუდაბნოსი. სარწყავი მიწათმოქმედება, მესაქონლეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]