მილისწყაროს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მილისწყაროს წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მილისწყაროში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო (6,5 x 6,1 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით. თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ნაწილები. აღმოსავლეთით, კედლის შუა ნაწილში, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]