მილისი (დეტალი)
იერსახე

მილისი — მანქანების, მექანიზმების, ხელსაწყოების ან ცილინდრული ან კონუსური ფორმის (ღერძული სიმეტრიით) საგნის დეტალი, რომელსაც გააჩნია ღერძული ხვრელი.
დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ საკისრულ, დამამაგრებელ, გარდამავალ, შემაერთებელ და სხვა სახის მილისებს.
გარდამავალი მილისი — ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ლითონგადამამუშავებელ მოწყობილობებზე ინსტრუმენტის დაყენებისთვის სხვადასხვა მორზეს კონუსებით, რომლის დანიშნულებაცაა ინსტრუმენტის დამაგრება და გეომეტრიული ფორმა.
- საჩარხი დაზგისთვის გარდამავალი მილისი გამოიყენება ინსტრუმენტის დასაყენებლად ჩარხის კვანძის უკანა ნაწილში.
- საღარავი დაზგისთვის გარდამავალი მილისი — ძირითადი გარდამავალი ელემენტია, რომელიც იძლევა საშუალებას მნიშვნელოვნად შეამციროს ხარჯები წარმოების ტექნოლოგიურ მომზადებაზე.