მილვიოს ხიდი

მილვიოს (ან მულვიის) ხიდი — (იტალ. : Ponte Milvio ან Ponte Molle; ლათ. : Pons Milvius ან Pons Mulvius) ხიდი ტიბრზე ჩრდილოეთ რომში, იტალიაში. ის იყო ეკონომიკურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი რომის იმპერიის ეპოქაში და ცნობილი მილვიის ხიდის ბრძოლის ადგილი 312 წელს. ამ ბრძოლამ განაპირობა კონსტანტინეს იმპერატორული მმართველობა. ხიდი ააშენა კონსულმა გაიუს კლაუდიუს ნერომ ძვ.წ. 206 წელს, როდესაც მან დაამარცხა კართაგენის არმია მეტაურუსის ბრძოლაში. ძვ.წ. 109 წელს ცენზორმა მარკუს ემილიუს სკაურუსმა ააშენა ახალი ქვის ხიდი იმავე ადგილას. დაანგრია რა ძველი ხიდი ძვ.წ. 63 წელს, კატილინას შეთქმულების მონაწილეთა წერილები აგურებში იქნა გამოვლენილი, რამაც საშუალება მისცა ციცერონს მომდევნო დღეს წაეკითხა ისინი რომის სენატისთვის. 312 წელს კონსტანტინე I-მა დაამარცხა თავისი ძლიერი მეტოქე მაქსენციუსი ამ ხიდსა და საქსა რუბრას შორის, ცნობილ მილვიის ხიდის ბრძოლაში. შუა საუკუნეებში ხიდი განაახლა ბერმა სახელად აკუზიომ, ხოლო 1429 წელს პაპმა მარტინ V-მ სთხოვა ცნობილ არქიტექტორს, ფრანჩესკო და გენაცანოს, შეეკეთებინა ის, რადგან დანგრევის პირას იყო. მე-18 და მე-19 საუკუნეებში ხიდი მოდიფიცირებული იქნა ორი არქიტექტორის, ჯუზეპე ვალადიესა და დომენიკო პიჯიანის მიერ. მე-17 საუკუნეში მილვიის ხიდი იყო ერთ-ერთი პოპულარული ელემენტი ჰოლანდიელი და ფლამანდიელი მხატვრების პეიზაჟებში.
ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა 1849 წელს, გარიბალდის ჯარების მიერ ფრანგთა შეტევის ბლოკირების მცდელობისას, მაგრამ მომდევნო წელს შეაკეთა პაპმა პიუს IX-მ