მილეროვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილეროვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მილეროვო
ფუნქციური სტატუსი განადგურდა

მილეროვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ მილეროვოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ასევე მოიხსენიებოდა ნიკოლაევის ეკლესიის სახელით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წლამდე დასახლება მილეროვ-გლუბოკინსკში (ამჟამად ქალაქი მილეროვო) იდგა მხოლოდ ხის სამლოცველო, რომელიც აგებული იყო 1891 წელს. დასახლების მაცხოვრებლები ითვლებოდნენ სლობოდა გრეკოვო-პოლნენსკის[1] ჟენო-მირონოსის ეკლესიის მრევლად[2].

1900 წელს სოფელში დაიწყეს ხის ეკლესიის მშენებლობა, რომლის მშენებლობაც დასრულდა 1903 წელს და აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ეკლესიის პირველი მღვდელი გახდა პეტრე ლადკოვსკი, რომელიც იყო სლობოდა გრეკოვო-პოლნენსკიდან. 1904 წელს ნოვოჩერკასკიდან გამოგზავნეს ვლადიმირ ვოლაგურინი[3].

ეკლესიის ასაშენებლად მილერომის მემამულეებმა გაიღეს შემოწირულობა და მრევლს გადასცეს 3 დესეტინა მიწა. ხისგან აშენებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია იდგა ცოკოლის ფუნდამენტზე, გადახურული იყო რკინის ფირფიტებით. ეკლესიას გარს ერტყა რკინის ღობე. ეკლესიაში იყო ერთი საკურთხეველი, რომელიც ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე აკურთხეს. ეკლესიის შტატში ირიცხებოდა ორი ადამიანი, მღვდელი და მეფსალმუნე, რომლებიც ცხოვრობდნენ კელიებში.

ტაძართან ასევე არსებობდა შენობა სკოლისათვის. ძველი რევოლუციამდელი წესის თანახმად, მრევლში გარდაცვლილ წარჩინებულ ადამიანებს კრძალავდნენ არა ჩვეულებრივ სასაფლაოზე, არამედ ეკლესიის ეზოში. ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს მილეროვის პროვიზორის შვილი დიონისე ივანეს ძე მეშკომაევი.

ოქტომბრის რევოლუციას, სამოქალაქო ომსა და სამამულო ომს გადარჩენილი ეკლესია 1950-იან წლებში, რელიგიური დევნის პერიოდში, დაანგრიეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]