შინაარსზე გადასვლა

მილენ დემონჟო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილენ დემონჟო
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1935
ნიცა, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 1 დეკემბერი, 2022 (87 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი,
მწერალი,
პროდიუსერი

მილენ დემონჟო (ფრანგ. Mylène Demongeot; დ. 29 სექტემბერი, 1935, ნიცა — გ. 1 დეკემბერი, 2022, პარიზი) — ფრანგი თეატრისა და კინოს მსახიობი, მწერალი, პროდიუსერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი-ჰელენ დემონჟო დაიბადა 1935 წლის 29 სექტემბერს ნიცაში, ზღვისპირა ალპებში. ის ალფრედ ჟან დემონჟოს (1897-1961) და უკრაინელი კლაუდია ტრუბნიკოვას (1904-1986) ქალიშვილია. ალფრედ დემონჟო იყო ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს უფროსი საჯარო მოხელე.

მილენ დემონჟომ ბავშვობა ნიცაში გაატარა ბებიასთან ერთად. მისი მშობლები პარიზში ცხოვრობდნენ. 1939 წლის ბოლოს, ომის გამოცხადების შემდეგ, ისინიც ნიცაში გადავიდნენ. გოგონა 13 წლის იყო, როცა მისი ოჯახი პარიზში დაბრუნდა და იქ დასახლდა. ის ინტენსიურად სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას მარგარიტ ლონგთან და ივ ნატთან. შემდეგ პარიზში, მსახიობ რენე სიმონის კურსებზე, დრამატული ხელოვნება შეისწავლა მარი ვენტურასთან.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წლიდან კინოში მისი პირველი მცირე როლების პარალელურად, მას იღებდნენ რეკლამებისთვის. 1956 წელს გაიცნო ფოტოგრაფი ჰენრი კოსტე (1926-2011) და შეუყვარდა. კოსტეს წყალობით მისი სურათები ამშვენებდა სხვადასხვა ევროპული ჟურნალების გარეკანს. ერთ-ერთი ფოტოს წყალობით ის ბელგიელმა კინორეჟისორმა რაიმონდ რულომ შეამჩნია, რომელმაც დემონჟო სიმონ სინიორესა და ივ მონტანთან ერთად გადაიღო ფილმში „სალემის ჯადოქრები“. ფილმმა წარმატება მოუტანა მილენს. 1958 წელს მან ფოტოგრაფ ჰენრი კოსტესთან იქორწინა.

მილენ დემონჟოს ეკრანულ პარტნიორებად კინოს ყველაზე ცნობილი მსახიობები ჰყავდა: ჟან მარე (რამდენიმეჯერ, მათ შორის „ფანტომასის“ ტრილოგია), ივ მონტანი, ანრი ვიდალი („იყავი ლამაზი და გაჩუმდი“), კურტ იურგენსი, დევიდ ნივენი, სტივ რივზი, როჯერ მური, დირკ ბოგარდი („შავი მხედარი“ და „ექიმი გასაჭირში“), ჯეფრი ჰანტერი, სამი ფრეი, ჟან-პოლ ბელმონდო, მიშელ პიკოლი, ჟერარ დეპარდიე. ასევე დაკავშირებული იყო ეკრანისა და სცენის ისეთ დიდ კომიკურ ფიგურებთან, როგორებიც არიან: ლუი დე ფიუნესი, ფრენსის ბლანში, ანრი სალვადორი და პიერ რიშარი.

1966 წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ტელესერიალის - „სააგენტო „ო“-ს საქმეები“ - ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელსაც მწერალ ჟორჟ სიმენონის მოთხრობების მიხედვით იღებდა მისი შვილი, რეჟისორი მარკ სიმენონი. 1968 წელს მილენ დემონჟო და მარკ სიმენონი დაქორწინდნენ. მეუღლესთან ერთად ის პოინი-ლა-ფორეში (იველინი) ცხოვრობდა 1981 წლამდე. შემდეგ მათ კუნძულ პორკეროლეზე (ვარის დეპარტამენტი) ვილა იყიდეს. 1999 წელს მარკ სიმენონი მოულოდნელად გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დემონჟომ გაყიდა ვილა (2009) და გადავიდა ფერმაში შატო-გონტიესა და თავშესაფარ დე ლ'არშის მახლობლად. მსახიობი ცხოველთა თავშესაფრის ცხოვრებაში ჩაერთო და გახდა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.[1]

მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში მისი მენეჯერის მიერ შექმნილი ფინანსური თაღლითობის მსხვერპლი იყო. იგი აცხადებდა, რომ მოიპარეს ორი მილიონი ევრო. სასამართლომ საქმე განიხილა 2012 წლის ივნისში. იგი ამ წლების პროცედურებს იხსენებს თავის წიგნში „ძალიან ძვირფასი თაღლითები“ (2019).

სეზარის ცერემონიაზე

მილენ დემონჟო გარდაიცვალა 2022 წლის 1 დეკემბერს  პარიზის საავადმყოფოში. კრემირება ჩატარდა პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, კინოს სამყაროს რამდენიმე წარმომადგენლის თანდასწრებით, მათ შორის იყვნენ პიერ რიშარი და დანიელ პრევო. მისი ფერფლი გაბნეულია რამდენიმე ადგილზე.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007 : ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი[2][3]
  • 2017 : საპატიო ლეგიონის ორდენი[4]
  • 1957 : კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი: საუკეთესო შემსრულებელი ფილმში „სალემის ჯადოქრები“
  • 1958 : BAFTA „საუკეთესო ახალბედასთვის კინოში“ (ფილმისთვის „სალემის ჯადოქრები“)
  • 2005 : სეზარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში (ფილმში „ორფეოსის სანაპირო, 36“)
  • 2007 : სეზარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში (ფილმში „კალიფორნია“)

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილენ დემონჟო (1961)
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1953 სიყვარულის შვილები Les Enfants de l’amour ნიკოლი
1957 სალემის ჯადოქრები Les Sorcières de Salem აბიგაილი
1961 სამი მუშკეტერი Les Trois Mousquetaires მილედი
1964 ფანტომასი Fantômas ელენი, ჟურნალისტი
1965 ბიძია ტომის ქოხი La Case de l’oncle Tom ჰარიეტი
1965 ფანტომასი აბობოქრდა Fantômas se déchaîne ელენი, ჟურნალისტი
1960 სიყვარული რომში L’Inassouvie ანა
1961 შავი მხედარი Le Cavalier noir ლინდა
1962 სასტუმრო კოპაკაბანა Copacabana Palace ზინა
1966 ფანტომასი სკოტლანდ-იარდის წინააღმდეგ Fantômas contre Scotland Yard ელენი, ჟურნალისტი
2006 კალიფორნია La Californie კატია
2017 ბრძენი ქალი Sage Femme როლანდა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mylène Demongeot: dans l'œil d'Henry Coste (préf. Henry-Jean Servat, 200 photos prises par Henry Coste de 1959 à 1968), Pionnat, Éditions Abbate-Piolé, coll. « Livres d'art », 2015, 160 p., broché. ISBN 978-2-917500-16-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]