მილენა რუდნიცკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილენა რუდნიცკაია
უკრაინ. Milena Rudnitskaya
დაბადების თარიღი 15 ივლისი 1892
ზბოროვი, პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 29 მარტი, 1976 (83 წლის)
მიუნხენი, გერმანია
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის დროშა ავსტრია-უნგრეთი
პოლონეთის დროშა პოლონეთი
საქმიანობა ჟურნალისტი, ფემინისტი, მწერალი, პოლიტიკოსი
მეუღლე(ები) პავლო ლისიაკი
შვილ(ებ)ი ივან ლისიაკ-რუდნიცკი

მილენა ივანოვნა რუდნიცკაია (უკრაინ. Milena Ivanivna Rudnitskaya, პოლონ. Milena Rudnycka; 1892 წლის 15 ივლისი, ზბოროვი — 1976 წლის 29 მარტი, მიუნხენი) — უკრაინელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, პედაგოგი, ნაციონალისტური უკრაინის ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის (UNDA) აქტივისტი. უკრაინელ ქალთა კავშირის ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (1928 წლიდან). 1928-1935 წლებში იყო პოლონეთის მეორე და მესამე კადენსის სეიმის დეპუტატი.[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილენა რუდნიცკაია დაიბადა 1892 წლის 15 ივლისს ზბოროვში, გალიციაში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, ოლგა (ძვ. იდა შპიგელი) და ივან რუდნიცკების ოჯახში. იგი გახლდათ ერთადერთი ქალიშვილი ინტელექტუალთა ოჯახში. რუდნიცკაიას მამა უკრაინელ აზნაურთა გვარს ეკუთვნოდა. ლვოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა დასავლეთ უკრაინაში ნოტარიუსად. დედა გალიციელი ებრაელი ვაჭრის ოჯახიდან გახლდათ. მათი ოჯახები ახალგაზრდების კავშირის წინაღმდეგები იყვნენ, ამიტომ წყვილის ქორწილი თითქმის ათი წლით გადაიდო, რადგან მშობლების თანხმობის გარეშე ოცდაოთხი წლის ასაკამდე დაქორწინება არ შეიძლებოდა. როდესაც იდამ სახლი დატოვა, ქრისტიანობა მიიღო, სახელი შეიცვალა და ოლგა დაირქვა.  ქორწინებაში წყვილს ხუთი შვილი შეეძინა: მიჰაილო (1889–1975), ფილოლოგი; ვოლოდიმირი (1891–1975), ადვოკატი; მილენა; ივანი(1896–1995) პუბლიცისტი და ესეისტი და ანტონი (1902–1975), კიევის ოპერის კომპოზიტორი და დირიჟორი.[2]

რუდნიცკაიას ოჯახი სახლში პოლონურად საუბრობდა, დედა  უკრაინულ ენას არ ფლობდა, თუმცა შვილებს უკრაინის მოქალაქეებად ზრდიდა.

მილენა  მამასთან ძალიან  ახლოს იყო, ამიტომ 1906 წელს მისმა გარდაცვალებამ გოგონა შოკში ჩააგდო. ამ მოვლენამ დააჩქარა ოჯახის გადასვლა ლვოვში. გოგონა ლვოვის კლასიკურ გიმნაზიაში დადიოდა, შემდეგ კი 1910 წელს ჩაირიცხა ლვოვის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მოგვიანებით მიიღო ხარისხი ფილოსოფიასა და მათემატიკაში. პირველი მსოფლიო ომის დროს ოჯახი ცხოვრობდა ვენაში, სადაც რუდნიცკაია 1917 წლამდე სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში. მისი დამთავრების შემდეგ  დაიწყო მუშაობა სადოქტორო პროგრამაზე, თუმცა ვერ დაასრულა.

საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმართლის ხალხი. იყვნენ ისეთებიც, ვინც სიმართლეს ლაპარაკობდა ჰოლოდომორზე. რომ მსოფლიომ იცოდეს. „დიდი შიმშილი (ჰოლოდომორი) იყო ყველაზე დიდი კატასტროფა უკრაინაში, როგორც მსხვერპლთა რაოდენობის, ისე ადამიანთა ტანჯვის თვალსაზრისით“ ~ მილენა რუდნიცკაია, ჰოლდომორის ხსოვნა, 2015 წ.

მილენა რუდნიცკაია სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ (1921-1928 წლებში)  გახლდათ ლვოვის (ლვივი) უმაღლესი პედაგოგიური კურსების მასწავლებელი. იგი იყო ლვოვში უკრაინელთა კავშირის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე, 1934 წელს სტანისლავოვში (ახლანდელი ივანო-ფრანკოვსკი) უკრაინელ ქალთა კონგრესის მონაწილე, უკრაინელთა მსოფლიო ასოციაციის და ორგანიზაცია "პრინცესა ოლგას დრუჟინას" წევრი. "

მილენა რუდნიცკაია გახლდათ უკრაინის ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის აქტიური წევრი. 1928-1935 წლებში  — პოლონეთის სეიმის დეპუტატი, სეიმის განათლებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი. როგორც ეგრეთ წოდებული უკრაინის საპარლამენტო წარმომადგენლობის წევრმა,  გაგზავნა პეტიციები ერთა ლიგაში, მათ შორის 1930 წელს აღმოსავლეთ გალიციაში მშვიდობის დამყარებასთან და უკრაინის სსრ-ში 1932-1933 წლების მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებით. (იმ წლებში შიმშილმა თითქმის მთელი სსრკ-ს ტერიტორია მოიცვა).

მილენა რუდნიცკაია 1936-1939 წლებში ლვოვში უკრაინის საკონტაქტო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი იყო. 1935-1939 წლებში რედაქტორობდა ორკვირიან ჟურნალ „ჟინკას“.

პოლონეთში (დასავლეთ უკრაინა) საბჭოთა კავშირის შეჭრის და წითელი არმიის მიერ ლვოვის ოკუპაციის შემდეგ, მილენამ შვილთან ერთად დატოვა ქალაქი და გაიქცა  ოკუპირებული პოლონეთის ფაშისტურ ზონაში. თავდაპირველად იგი კრაკოვში დარჩა, 1940 წლის ზაფხულში გაემგზავრა ბერლინში, შემდეგ კი, 1943 წელს —  პრაღაში. 1945 წლიდან იგი  ემიგრაციაში დარჩა: ჯერ ფელდკირხში, ხოლო 1946 წლიდან ცხოვრობდა ჟენევაში, სადაც წავიდა საერთაშორისო წითელი ჯვრის მიწვევით,  1946-1950 წლებში ემიგრანტული უკრაინის დახმარების პრეზიდენტი იყო. 1950-1958 წლებში — უკრაინული გაზეთ „სვობოდას“ თანამშრომელი ნიუ-იორკში, 1956-1960 წლებში მუშაობდა მიუნხენის რადიო თავისუფლებაში. ცხოვრობდა ნიუ-იორკში, რომში და მიუნხენში. 1948-1950 წლებში ე.წ. უკრაინის სახალხო რადას წარმომადგენელი გახლდათ შვეიცარიაში.[3][4]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილენა რუდნიცკაია  გარდაიცვალა 1976 წლის 29 მარტს მიუნხენში. იგი დაკრძალეს 1976 წლის 2 აპრილს მიუნხენში, ლორეტოპლაცზე, ვალდფრიდჰოფის სასაფლაოს უკრაინულ ნაწილში. მისი ნეშტი ხელახლა დაკრძალეს ლვოვში 1993 წლის 20 სექტემბერს ლიჩაკოვის სასაფლაოზე ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

1994 წელს ირინე მარტინიუკმა გამოაქვეყნა წიგნი“ მილენა რუდნიცკაია და უკრაინული ფემინიზმი: შესაძლებელის ხელოვნება“, სადაც შეფასებულია რუდნიცკაიას როლი უკრაინელ ქალთა მოძრაობაში.[5]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლე —პავლო ლისიაკი, ვაჟი —ივან ლისიაკ-რუდნიცკი, ძმა — ივან კედრინ-რუდნიცკი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kto był kim w Drugiej Rzeczypospolitej (redakcja naukowa Jacek M.Majchrowski przy współpracy Grzegorza Mazura i Kamila Stepana), Warszawa, 1994, wyd. BGW, ISBN 8370665691 s. 417, biogram opracował Czesław Brzoza.(პოლ.)
  • Рудницька Мілена Іванівна w: Енциклопедія історії України: Т. 7. Редкол.: В. А. Смолій (голова) та ін. НАН України. Інститут історії України. — Київ 2010, Wyd. «Наукова думка». ISBN 966-00-0632-2. (უკრაინ.)
  • Гачковський М. Мілена Рудницька — українська жіноча та національна діячка, депутат польського Сейму в 1928—1935 рр. / М. Гачковський // Гуманітарні науки. — 2011. — № 2. — С. 126—133. (უკრაინ.)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Amar, Tarik Cyril (2015). The Paradox of Ukrainian Lviv: A Borderland City between Stalinists, Nazis, and Nationalists. Ithaca, New York: Cornell University Press. ISBN 978-1-5017-0083-5.
  2. Rudnytska, Milena". . Encyclopedia of Ukraine. Toronto, Canada: Canadian Institute of Ukrainian Studies. 1993.. Archived from the original on 12 April 2016. Retrieved 24 April 2017.
  3. Rudnytsky, Ivan Lysiak (1987). Essays in Modern Ukrainian History. Edmonton, Alberta, Canada: Canadian Institute of Ukrainian Studies. ISBN 978-0-920862-47-6.
  4. Martyniuk, Irene (1994). Milena Rudnytska and Ukrainian Feminism: The Art of the Possible. Albany, New York: University at Albany, State University of New York, Department of History.
  5. Rhurzhenko, Tatiana (2006). "Rudnytska, Milena (1892–1976)".) Biographical dictionary of women's movements and feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe : 19th and 20th centuries . Budapest, Hungary: Central European University Press. pp. 470–474. ISBN 978-9-637-32639-4via Project MUSE.