შინაარსზე გადასვლა

მიკოტოქსინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიკოტოქსინი (ბერძნული სიტყვიდან μύκης mykes, „სოკო“ და "τοξικός toxikos, „შხამიანი“)[1][2] — ტოქსიკური მეორადი მეტაბოლიტი, რომელსაც სოკოები წარმოქმნიან.[3][4][5] მიკოტოქსინებს შეუძლიათ დაავადება და სიკვდილი გამოიწვიონ როგორც ადამიანებში, ისევე ცხოველებში.[6][7] ტერმინი „მიკოტოქსინი“ ჩვეულებრივ გამოიყენება იმ ტოქსიკური ქიმიური პროდუქტების აღსანიშნავად, რომლებსაც ის სოკოები გამოიმუშავებენ, რომლებიც ადვილად სახლდებიან მოსავალზე.[8]

ადამიანებისა და ცხოველების დაავადებების გამომწვევი მიკოტოქსინების მაგალითებია: აფლატოქსინი, ციტრინინი, ფუმონოსინები, ოქრატოქსინი A, პატულინი, ტრიქოთეცენები, ზეარალენონი და ერგოტის ალკალოიდები, როგორიცაა ერგოტამინი.[6]

ერთ სოკოს სახეობას შეუძლია მრავალი სხვადასხვა მიკოტოქსინის წარმოქმნა, და რამდენიმე სახეობას შეუძლია ერთი და იგივე მიკოტოქსინის გამომუშავება.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჰარფერ, დუგლასი. myco-. ეტიმოლოგიის ონლაინ ლექსიკონი.
  2. ჰარფერ, დუგლასი. toxin. ეტიმოლოგიის ონლაინ ლექსიკონი.
  3. მიკოტოქსინი ka. საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის საიტი. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2025.
  4. Richard JL (2007). „Some major mycotoxins and their mycotoxicoses – an overview“. Int. J. Food Microbiol. 119 (1–2): 3–10. doi:10.1016/j.ijfoodmicro.2007.07.019. PMID 17719115.
  5. Çimen, Duygu; Bereli, Nilay; Denizli, Adil (2022-06-01). „Patulin Imprinted Nanoparticles Decorated Surface Plasmon Resonance Chips for Patulin Detection“. Photonic Sensors (ინგლისური). 12 (2): 117–129. Bibcode:2022PhSen..12..117C. doi:10.1007/s13320-021-0638-1. ISSN 2190-7439. S2CID 239220993.
  6. 1 2 Bennett, J. W.; Klich, M (2003). „Mycotoxins“. Clinical Microbiology Reviews. 16 (3): 497–516. doi:10.1128/CMR.16.3.497-516.2003. PMC 164220. PMID 12857779.
  7. Food safety en. ციტირების თარიღი: 2023-09-12
  8. Turner NW, Subrahmanyam S, Piletsky SA (2009). „Analytical methods for determination of mycotoxins: a review“. Anal. Chim. Acta. 632 (2): 168–80. Bibcode:2009AcAC..632..168T. doi:10.1016/j.aca.2008.11.010. PMID 19110091.
  9. Robbins CA, Swenson LJ, Nealley ML, Gots RE, Kelman BJ (2000). „Health effects of mycotoxins in indoor air: a critical review“. Appl. Occup. Environ. Hyg. 15 (10): 773–84. doi:10.1080/10473220050129419. PMID 11036728.