მიკორიზა
არბუსკულარული მიკორიზა (ქვევიდან მარცხნივ) მეტად გავრცელებულია მცენარეებში, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კულტურებში, როგორიცაა ხორბალი (ქვევიდან მარჯვნივ).
მიკორიზა (ძველი ბერძნულიდან: μύκης (múkēs) „სოკო“ და ῥίζα (rhíza) „ფესვი“) — სიმბიოზური კავშირი სოკოსა და მცენარეს შორის.[1] ტერმინი „მიკორიზა“ 1885 წელს ალბერტ ბერნჰარდ ფრანკმა შემოიღო.[2] იგი გულისხმობს სოკოს როლს მცენარის რიზოსფეროში, მცენარის ფესვთა სისტემასა და მის გარემოცვაში. მიკორიზები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარის კვებაში, ნიადაგის ბიოლოგიასა და ნიადაგის ქიმიაში.
მიკორიზული კავშირისას სოკო ახდენს მასპინძელი მცენარის ფესვთა ქსოვილების კოლონიზაციას, რაც შეიძლება იყოს უჯრედშიდა (როგორც არბუსკულარული მიკორიზული სოკოები), ან უჯრედგარე (როგორც ექტომიკორიზული სოკოები).[3] ეს ურთიერთკავშირი, როგორც წესი, მუტუალისტურია. კონკრეტულ სახეობებში, ან კონკრეტულ გარემოებებში, მიკორიზებს შეიძლება ჰქონდეთ პარაზიტული კავშირი მასპინძელ მცენარეებთან.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- International Mycorrhiza Society — International Mycorrhiza Society
- Mycorrhizal Associations: The Web Resource — Mycorrhizas.Info
- Mycorrhizas – a successful symbiosis — Gmo-Safety.eu
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kirk, P. M.; Cannon, P. F.; David, J. C.; Stalpers, J. (2001) Ainsworth and Bisby's Dictionary of the Fungi, 9th, Wallingford, UK: CAB International.
- ↑ A.B. Frank, Über die auf Wurzelsymbiose beruhende Ernährung gewisser Bäume durch unterirdische Pilze(გერმანული) // ABer. Dtsch. Bot. Ges., 1885, ტ. 3.
- ↑ (2017) Arbuscular Mycorrhizas and Stress Tolerance of Plants, 1st (en), Springer Singapore, გვ. 1. DOI:10.1007/978-981-10-4115-0. ISBN 978-981-10-4115-0.
- ↑ Johnson, N. C.; Graham, J. H.; Smith, F. A. (1997). „Functioning of mycorrhizal associations along the mutualism–parasitism continuum“. New Phytologist. 135 (4): 575–585. Bibcode:1997NewPh.135..575J. doi:10.1046/j.1469-8137.1997.00729.x. S2CID 42871574.