მიკოლა ლეონტოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკოლა ლეონტოვიჩი
Микола Дмитрович Леонтович

მიკოლა ლეონტოვიჩი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 დეკემბერი, 1877
დაბ. ადგილი მონასტიროკი, პოდოლიე, რუსეთის იმპერია
წარმოშობა უკრაინელი
გარდ. თარიღი 23 იანვარი, 1921 (43 წლის)
გარდ. ადგილი მარკივკა, პოდოლიანის გუბერნია, უსსრ
საქმიანობა კომპოზიტორი, გუნდის დირიჟორი
მიკოლა ლეონტოვიჩი ვიკისაწყობში

მიკოლა დმიტროს ძე ლეონტოვიჩი (უკრ. Микола Дмитрович Леонтович; დ. 13 დეკემბერი, 1877 — გ. 23 იანვარი, 1921) — უკრაინელი კომპოზიტორი და გუნდის დირიჟორი. მისი მუსიკა შთაგონებული იყო მიკოლა ლისენკოს შემოქმედებითა და უკრაინის ეროვნული მუსიკალური სკოლით. ლეონტოვიჩი მოღვაწეობდა ა კაპელა საგუნდო მუსიკაში, დაწყებული ორიგინალური კომპოზიციებით, საგუნდო მუსიკით და დამთავრებული სახალხო მუსიკის არანჟირებებით.

ლეონტოვიჩი რუსეთის იმპერიაში, პოდოლიეს პროვინციაში (ამჟამად უკრაინა) დაიბადა. მან განათლება კამენეც-პოდილსკის თეოლოგიურ სემინარიაში მიიღო. მოგვიანებით მუსიკალური განათლება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო აკადემიურ კაპელაში მიიღო და ბოლესლავ იავორსკისთან კერძო გაკვეთილებიც ჰქონდა. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შედეგად უკრაინის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ლეონტოვიჩი კიევში გადასახლდა და კიევის კონსერვატორიასა და მიკოლა ლისენკოს მუსიკისა და დრამის ინსტიტუტში მუშაობა დაიწყო.

ლეონტოვიჩი ცნობილია 1904 წელს შექმნილი შედრიკით (რომლის პრემიერაც 1916 წელს გაიმართა), რომელიც ინგლისურენოვან სამყაროში ცნობილია როგორც Carol of the Bells ან Ring, Christmas Bells. ლეონტოვიჩი უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წამებულადაა შერაცხილი. მასვე ეკუთვნის იოანე ოქროპირის ლიტურგია, რომელიც თანამედროვე უკრაინულ ენაზე შედგენილი პირველი ლიტურგიაა. მიკოლა ლეონტოვიჩი 1921 წელს საბჭოთა აგენტებმა მოკლეს.

ლეონტოვიჩის კომპოზიციები და არანჟირებები სიცოცხლეშივე პოპულარული იყო რუსეთის იმპერიის უკრაინის რეგიონში, როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულთა შორის. დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მისი ნაშრომების წარდგენის შემდეგ ლეონტოვიჩს საფრანგეთში „უკრაინელი ბახის სახელითაც მოიხსენიებდნენ. გარდა ლეონტოვიჩის ყველაზე ცნობილი შედრიკისა, მისი მუსიკა უმეტესწილად უკრაინაში და უკრაინულ დიასპორაში იდგმება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკოლა ლეონტოვიჩი 1877 წლის 13 დეკემბერს დაიბადა, მონასტიროკის თემში, სელევინცის სოფლის მახლობლად, პოდოლიეს პროვინციაში, უკრაინაში (მაშინდელი რუსეთის იმპერიის ნაწილი).[1] მამამისი, ბაბუა და დიდი ბაბუა სოფლის მღვლდები იყვნენ.[2] მამამისი, დმიტრო ფეოფანოვიჩ ლეონტოვიჩი ჩელოზე, კონტრაბასზე, გიტარაზე, ვიოლინოსა და ფისჰარმონიაზე უკრავდა და მღეროდა და სკოლის გუნდსაც დირიჟორობდა. ლეონტოვიჩმა პირველი მუსიკალური გაკვეთილები მამისგან მიიღო. დედა, მარია იოსიფივნა ლეონტოვიჩი მომღერალი იყო.[3][4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wytwycky, Wasyl. „Leontovych, Mykola“. Encyclopedia of Ukraine. ციტირების თარიღი: 31 December 2007.
  2. Микола Леонтович – Бах у хоровій музиці. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-02. ციტირების თარიღი: 2021-02-28.
  3. До 125-річчя від дня народження Миколи Дмитровича ЛЕОНТОВИЧА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-03. ციტირების თარიღი: 2021-02-20.
  4. Monthly Newsletter of the Tylchyn Centralized Library System დაარქივებული 31 August 2011 საიტზე Wayback Machine.