მიკლოშ ვამოში
მიკლოშ ვამოში | |
---|---|
უნგრ. Vámos Miklós | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 29 იანვარი, 1950 (75 წლის) |
დაბადების ადგილი | ბუდაპეშტი, უნგრეთი |
საქმიანობა | ლიტერატურის მთარგმნელი, სცენარისტი, დრამატურგი, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, პოეტი ადვოკატი და მწერალი |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Attila József Award |
ხელმოწერა |
![]() |
მიკლოშ ვამოში (უნგრ. Vámos Miklós, დ. 29 იანვარი, 1950, ბუდაპეშტი, უნგრეთი) — უნგრელი მწერალი, სცენარისტი, დრამატურგი, გამომცემლობის დირექტორი და ტელევიზიის წამყვანი.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიკლოშ ვამოშის მამა, ტიბორ ვამოში (1911-1969), იურისტი და პოლიციელი იყო, ხოლო ომის შემდეგ — ლასლო რაიკის მდივანი. მოგვიანებით მუშაობდა ფრეზერის ოპერატორად, შემდეგ კი — იურისტად უიპეშტის ტყავის ქარხანაში. დედამისი, ერჟებეტ რიბარსკი (1917-1986), მთელი ცხოვრება მუშაობდა რეფერანტად. მიკლოშ ვამოში 19 წლამდე ტიბორის სახელით იყო ცნობილი, ხოლო 19 წლის ასაკში, ჟურნალ „Új Írás“-ის მთავარ რედაქტორ, მიკლოშ იოვანოვიჩის რჩევით, სახელად მიკლოში დაირქვა. ვამოშის ჰყავს და — ევა. მას ასევე ჰყავს ქალიშვილი, ანა, რომელიც 1977 წელს დაიბადა მის პირველ ქორწინებაში იუდიტ პატაკისთან. მეორე ქორწინებისას დორა ესესთან (2000 წლიდან 2009 წლამდე), 2003 წელს შეეძინა ტყუპი ვაჟი — პეტერი და ჰენრიკი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიკლოშ ვამოშმა 1968 წელს დაამთავრა ფერენც კელჩეის სახელობის გიმნაზია. 1966-1971 წლებში ის იყო ანსამბლ „გერილას“ წევრი, რომელთან ერთადაც კონცერტებით გამოდიოდა უცხოეთშიც. პოლიტიკური მიზეზების გამო იგი ბუდაპეშტის ელტე (ELTE) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მხოლოდ 1970 წელს მიიღეს. 1972 წლიდან მუშაობდა სტუდენტური ლიტერატურული ჟურნალის „Jelenlét“-ის რედაქტორად. სწავლა 1975 წელს დაასრულა და მუშაობა დაიწყო დრამატურგად კინოსტუდია „ობიექტივში“, სადაც 1992 წლამდე დარჩა. 1988-1990 წლებში აშშ-ში ცხოვრობდა ჯეიმს ფულბრაიტის სტიპენდიით. ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს კინოსა და თეატრის ფაკულტეტებზე რამდენიმე უნივერსიტეტში — მათ შორის ეილის დრამატული ხელოვნების სკოლასა და ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტში. 1990 წლიდან არის ამერიკული ჟურნალის „The Nation“-ის აღმოსავლეთ ევროპის კორესპონდენტი. შემდგომი სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გამომცემლობას „Ab Ovo“.
1995-2003 წლებში მიკლოშ ვამოში ტელეპროგრამების წამყვანადაც მუშაობდა. მისი წარმატებული გადაცემები იყო: „ახლავე მოვალ!“ (Rögtön jövök!), „შეუძლებელი“ (Lehetetlen) და „ორი ადამიანი“ (2 ember). 1997-2003 წლებში იგი იყო თეატრ „International Buda Stage“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2005 წლიდან, „ალექსანდრას“ წიგნის სახლში, „ვამოშის კლუბის“ ფარგლებში იგი მართავს შეხვედრებს ცნობილ მწერლებთან და პოეტებთან. ეს საუბრები გადაიცემა სატელევიზიო არხებზე Pax და Duna 2 Autonómia. იგი ასევე არის გაზეთ „The Washington Post“-ის უნგრელი კორესპონდენტი. უნგრულთან ერთად ვამოში ფლობს გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს, ასევე კითხულობს ესპანურ, რუსულ და ლათინურ ენებზე. მისი ლიტერატურული ფსევდონიმებია: VT, Vámos Tibor, MT, Miklós Tibor, ZJ, Zakariás Jeromos. 2009 წლის თებერვალში მან დატოვა გამომცემლობა „Ab Ovo“ და მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „Európa Könyvkiadó“-ში.
კომპიუტერებით დაინტერესება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიკლოშ ვამოში ერთ-ერთ პირველ უნგრელ მწერლად ითვლება, ვინც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მნიშვნელობა დროულად გააცნობიერა. აშშ-ში ყოფნის დროს მან შეიძინა თავისი პირველი კომპიუტერი. მისი პირველი ვებგვერდი 2000 წლის 20 დეკემბერს გაიხსნა. გარდა ვამოშის შესახებ ძირითადი ინფორმაციისა, საიტზე შესაძლებელი იყო ტელეგადაცემის „Rögtön jövök!“ დეტალების გაცნობაც, ხოლო ფორუმზე თავად ავტორისგან შეიტყობდით, როგორ იქმნებოდა ეს სერიალი.
ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიკლოშ ვამოშს გამოცემული აქვს ოცდათხუთმეტი წიგნი — მათ შორის რომანები, პიესები, მოთხრობები და კინოსცენარები. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა რომანები: „Zenga zének“ (ჟღერს მუსიკა), „A New York–Budapest metró“ (ნიუ-იორკ–ბუდაპეშტის მეტრო), „Anya csak egy van“ (დედა მხოლოდ ერთია) და „Apák könyve“ (მამების წიგნი). უნგრეთის თეატრების სცენაზე დაიდგა მისი ოთხი პიესა, მათ შორის „Asztalosinduló“ (დურგლების მარში) და „Világszezon“ (მსოფლიო სეზონი). თავის შემოქმედებაში ვამოში განსაკუთრებით ინტერესდება ოჯახის და ისტორიის ურთიერთობით — თემით, რომელიც მის ნაწარმოებებში განმსჭვალულია სიღრმით და ადამიანურობით. მისი წიგნები თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, ჰოლანდიურ, დანიურ, შვედურ, პოლონურ, სერბულ, ჩეხურ და სლოვაკურ ენებზე.
რომანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Borgisz, издательство Kozmosz, ბუდაპეშტი, 1976
- Én és én, издательство Magvető, ბუდაპეშტი, 1979
- Háromszoros vivát, издательство Szépirodalmi, ბუდაპეშტი, 1981
- Hanyatt-homlok és Emily néni szakálla, გამომცემლობა Magvető, ბუდაპეშტი, 1983
- Zenga zének, издательство Szépirodalmi, ბუდაპეშტი, 1983
- Félnóta, издательство Magvető, ბუდაპეშტი, 1986
- Jaj, издательство Szépirodalmi, ბუდაპეშტი, 1988
- A New York-Budapest metró, издательство Ab Ovo, ბუდაპეშტი, 1993
- Anya csak egy van, издательство Ab Ovo, ბუდაპეშტი, 1995
- 135 lehetetlen történet, издательство Ab Ovo, ბუდაპეშტი, 1997
- Apák könyve, издательство Ab Ovo, ბუდაპეშტი, 2000
- Öt Kis Regény, издательство Ab Ovo, ბუდაპეშტი, 2002
- Sánta kutya, издательство Ab Ovo, ბუდაპეშტი, 2003
- Márkez meg én, издательство Ab Ovo, ბუდაპეშტი, 2004
- Utazások Erotikába (Ki a franc az a Goethe?), გამომცემლობა Ab *Ovo, ბუდაპეშტი, 2007
- Tiszta tűz, გამომცემლობა Európa, ბუდაპეშტი, 2009
- Kedves kollégák, 1-2. გამომცემლობა Európa, ბუდაპეშტი, 2010
A csillagok világa, გამომცემლობა Európa, ბუდაპეშტი, 2010
საზღვარგარეთ გამოცემული წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Apák könyve
- Buch der Väter, გამომცემლობა Random House btb Verlag, გერმანია, ბერლინი, 2004, მთარგმნელი: Ernő Zeltner
- Il Libro dei Padri, გამომცემლობა Einaudi, იტალია, 2006, მთარგმნელი: Bruno Ventavoli
- The Book of Fathers, გამომცემლობა Little Brown, დიდი ბრიტანეთი, 2006, მთარგმნელი: Peter Sherwood
- Knjiga očeva, გამომცემლობა Laguna, Сербия, 2006, მთარგმნელი: Mária Tóth Ignjatović
- Le Livre Des Peres, გამომცემლობა Denoël, საფრანგეთი, 2007, მთარგმნელი: Joëlle Dufeuilly.
- Księga ojców, გამომცემლობა Albatros, პოლონეთი, ვარშავა, 2008, მთარგმნელი: Elżbieta Sobolewska
- Het Boek der vaders, გამომცემლობა Contact, ჰოლანდია, 2008, მთარგმნელი: Frans van Nes
- Book of Father, გამომცემლობა Other Press, აშშ, 2009, მთარგმნელი: Peter Sherwood
- El libro de los padres, გამომცემლობა Lumen, ესპანეთი, 2010
Anya csak egy van
- Vom Lieben und Hassen, გამომცემლობა Random House, გერმანია, ბერლინი, 2006, მთარგმნელი: Ernő Zeltner
- Majka je samo jedna, გამომცემლობა Laguna, სერბეთი, (2008), მთარგმნელი: Mária Tóth Ignjatović
Bár
- La Neige Chinoise, Kínai hó L’Harmattan, საფრანგეთი, პარიზი, 2003, მთარგმნელი: Clara Tessier
Borgisz
- Borgis, გამომცემლობა Smena, სლოვაკეთი, 1980, მთარგმნელი: Katarina Králová-Ordodyová.
- Borgis, გამომცემლობა Iskry, პოლონეთი, ვარშავა, 1980, მთარგმნელი: Krystyna Pisarska.
- Borgis, გამომცემლობა Mlada Fronta, ჩეხეთი, პრაღა, 1989, მთარგმნელი: Milan Navratil.
Jaj
- Ak og ve, გამომცემლობა Gyldendal, დანია, კოპენჰაგენი, 1991, მთარგმნელი: Péter Eszterhás Utazások Erotikában (Ki a franc az a Goethe?)
- Meine zehn Frauen, გამომცემლობა btb, გერმანია, 2010, მთარგმნელი: Andrea Ikker
Zenga zének
- Kamrat Stalins glorie, გამომცემლობა Cappelen, ნორვეგია, 1986, მთარგმნელი: Terézia Schandl
- Sangen har vinger, გამომცემლობა Gyldendal, დანია, კოპენჰაგენი, 1987, მთარგმნელი: Péter Eszterhás
- Kamrat Stalins gloria, გამომცემლობა Albert Bonniers, შვედეთი, სტოკჰოლმი, 1988, მთარგმნელი: Robert Mashult
ნოველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Előszó az ábécéhez, გამომცემლობა Magvető, ბუდაპეშტი, 1972
- Jelenleg tizenharmadik a listán, გამომცემლობა Magvető, ბუდაპეშტი, 1973
- Váltás, გამომცემლობა, Magvető, ბუდაპეშტი, 1977
- Valaki más, გამომცემლობა Magvető, ბუდაპეშტი, 1981
თეტრალური პიესები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Égszakadás-földindulás (პრემიერა ვესპრემში პეტეფის სახელობის თეატრში ), 1975
- Asztalosinduló (პრემიერა სოლნოკშისიგლიგეტის სახელობის თეატრში ), 1976
- Háromszoros vivát (პრემიერა ეგერის ვარშინჰაზის თეატრში), 1979
- Világszezon (პრემიერა სეგედის ეროვნული თეატრში), 1981
- Valaki más — Vegyes páros (ორ ერთიაქტიანი პიესა) (პრემიერა იატექსინის თეატრში), 1982
კინოსცენარები, ადაპტაციები, როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Boldog születésnapot, Marylin!, 1980, ავტორი
- Boszorkányszombat, 1983, დრამატურგი
- Villanyvonat, 1984, ავტორი
- Vigyázat mélyföld!, 1986, თანაავტორი
- Csók, Anyu, 1987, ავტორი
- Szamba, 1995, ავტორი, თანაავტორი რობერტ კოლტაი
- Ámbár tanár úr, 1998, ავტორი
აუდიოწიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hogy volt, 2006
- Írók egymás közt, გამომცემლობა „Alexandra“, ბუდაპეშტი, 2008 წელი
პრემიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრიტიკოსთა პრემია, 1977
- კომუნისტური ახალგაზრდების გაერთიანების პრემია, 1983
- ატილა იოჟეფის პრემია, 1984
- ევროპა 1968-ის კონკურსის პრემია(EURÓPA 1968), 1993
- უნგრეთის პროფკავშირების ასოციაციის პრემია, 1996
- „შელ-ვაშინგტონის“ პრემიები (Schell-Washington), 1997
- კამერა ჰუნგარია (Kamera Hungaria), 2000
- იოჟეფ ფიცას სახელობის ბიბლიოთეკარების პრემია, 2001
- კოლუმბოს პრემია ფასეულობებისთვის, უნგრეთის პრემია, 2003
- უნგრეთის რესპუბლიკის ოფიცრის ჯვარი, 2004
- ბარკას თეატრის პრემია, 2005
- ბუდაპეშტის 13-ე რაიონის საპატიო მოქალაქე, 1 ივნისი 2010.