მიკელე მორონე
| მიკელე მორონე | |
|---|---|
|
მორონე 2019 წელს | |
| დაბადების თარიღი |
3 ოქტომბერი, 1990 ბიტონტო, აპულია, იტალია |
| საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
| აქტიური | 2011-დან დღემდე |
| შვილ(ებ)ი | 2 |
მიკელე მორონე (დ. 3 ოქტომბერი, 1990) — იტალიელი მსახიობი და მომღერალი. მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2020 წლის ეროტიკულ თრილერში „365 დღე“ და მის გაგრძელებებში „365 დღე: ეს დღე“ და „შემდეგი 365 დღე“ 2022 წელს მთავარი როლის შესრულების შემდეგ.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მორონე დაიბადა ბიტონტოში, აპულიაში.[1] ის ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსია და ჰყავს სამი და. დედამისი, ანჯელა, მკერავი, და მამამისი, ნატალე, მშენებელი, ორივე ბიტონტოდან იყვნენ, მაგრამ როდესაც მათი შვილები პატარები იყვნენ, ლომბარდიის ქალაქ მელენიანოში გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა უკეთესი დასაქმების შესაძლებლობები ეპოვათ.[2] მამამისი 2003 წელს გარდაიცვალა,[3] როდესაც მორონე 12 წლის იყო.[4]
მორონემ მსახიობობა 11 წლის ასაკში ჰარი პოტერის ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. მან მსახიობობა საშუალო სკოლაში, სკოლის შემდგომ პროგრამაში დაიწყო.[5] მორონემ საშუალო სკოლის პირველი წელი გაიმეორა ცუდი საქციელის გამო დაპატიმრების შემდეგ.[6] შემდეგ მან პროფესიონალური სამსახიობო ხელოვნება პავიის ქალაქში, ფრასკინის თეატრში შეისწავლა.[7]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამსახიობო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მორონეს სამსახიობო კარიერა 2011 წელს დაიწყო რიკარდოს როლის შესრულებით პიერჯორჯიო სეიდიტას[8] მიერ გადაღებულ სამეპიზოდიან ვებ-სერიალში „მეორე შანსი“,[7] რომელიც ერთი სეზონის შემდეგ გაუქმდა. ის ასევე გამოჩნდა იტალიური გოგონათა ჯგუფის, „მაკაის“ მუსიკალურ ვიდეოში 2012 წელს. ამ სფეროში მეტი გამოცდილების მიღების შემდეგ, მან მთავარი როლების თამაში დაიწყო მოკლემეტრაჟიან ფილმებში. მან ითამაშა „Il Tempo di una Sigaretta“-სა და „E la Vita Continua“-ში.[7] ის მონაწილეობდა დრამატულ შოუში სახელწოდებით „Che Dio ci Aiuti“. მის პროექტებში შედის იტალიური სატელევიზიო სერიალები, მათ შორის „Come un Delfino“ (2011), „Provaci Ancora“ (2015), „Squadra Antimafia“ (2015), „Sirene“ (2016), „Renata Fonte“ (2017), „Il Processo“ („პროცესი“) (2018) და „Medici“ (2018). 2016 წელს მან მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ იტალიური ვერსიის („Ballando con le Stelle“) მეთერთმეტე სეზონში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. 2019 წელს მორონემ ლუიჯის მთავარი როლი შეასრულა სერიალში „ჯუზეპე ბარი“.
2020 წელს მორონემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში „365 დღე“, სადაც მაფიის კრიმინალური ავტორიტეტის, მასიმო ტორიჩელის, როლს ასრულებდა. ფილმი პოლონეთში კინოთეატრებში 2020 წლის 7 თებერვალს გამოვიდა, ხოლო „Netflix“-ზე 2020 წლის 7 ივნისს გამოჩნდა. მან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი საპროდიუსერო კომპანიასთან და ტრილოგიის დასასრულებლად კიდევ ორი ფილმი გადაიღო.
2025 წელს მორონემ განასახიერა დანტე ვერსანო ფილმში „Another Simple Favor“.[9]
მუსიკალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2025 წელს, მორონი პროფესიონალი გიტარისტი და მომღერალი გახდა. მან გიტარაზე დაკვრა 25 წლის ასაკში „YouTube“ ვიდეოების ყურებით ისწავლა.[4] მან გამოუშვა ალბომი სახელწოდებით „ბნელი ოთახი“, რომლის ოფიციალურ საუნდტრეკში რამდენიმე სიმღერაა გამოყენებული, მათ შორის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა „Feel It“, რომელშიც ფილმში მსახიობ ანა მარია სიკლუკასთან (ლაურა ბილი) ერთად არის სცენები.[10] ალბომი გამოვიდა 2020 წლის 14 თებერვალს და მისი პროდიუსერი იყო ლეიბლის კომპანია „AGORA S.A.“[11]
მორონე „YouTube“-ს 2020 წლის 16 იანვარს შეუერთდა. მან თავის არხზე ორ მილიონზე მეტი გამომწერი და 411 მილიონი ნახვა მოიპოვა (2024 წლის 21 დეკემბრის მონაცემებით). მის არხზე ყველაზე ხშირად ნანახი ვიდეოა „Hard for me“-ის მუსიკალური ვიდეო, რომელსაც 80 მილიონი ნახვა აქვს.
სხვა საქმიანობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის 2 აგვისტოს, მორონემ ქალის პლაჟის ტანსაცმლის ბრენდი, „AurumRoma“, გამოუშვა.[12] მან კომპანიის შექმნა 2020 წლის 8 აგვისტოს, „Instagram“-ის ლაივ სთორიში დაადასტურა. განცხადებიდან მალევე, ტანსაცმლის ბრენდის ვებსაიტი დიდი რაოდენობით ტრეფიკის გამო გაითიშა. მორონე საკუთარ დიზაინებს მოდის დიზაინერ კიარა პოლანოსთან თანამშრომლობით ქმნის. კომპანია მორონეს საკუთრებაა და მას „Spazio Arcó company“ მართავს.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მორონე 2014 წელს დაქორწინდა ლიბანელ სტილისტ რუბა საადეჰზე. წყვილმა სამოქალაქო ქორწინება იტალიასა და ლიბანში გააფორმა.[3] როგორც მან რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, ისინი კანონიერად განქორწინებულები არიან.[13] მათ ორი ვაჟი ჰყავთ, ერთი 2014, მეორე კი 2017 წელს დაბადებული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Michele Morrone - Verissimo Video.
- ↑ Moretti, Carmela. (19 March 2016) Bitonto a Ballando con le stelle di Rai Uno con Michele Morrone Italian.
- ↑ 3.0 3.1 Michele Morrone dopo Ballando con le stelle si svela e presenta la moglie segreta Italian (3 May 2016).
- ↑ 4.0 4.1 Maffioletti, Chiara. (8 June 2020) Michele Morrone, il sex addicted di "365 giorni" ora è una star musicale Italian. Corriere della Sera.
- ↑ Sirene al Genovesi - Intervista a Michele Morrone.
- ↑ NDP 2020: National Day Message and morning parade.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Michele Morrone Italian. Take Off Artist Management.
- ↑ Marseglia, Daniele. (22 February 2013) Telefilm Central intervista Piergiorgio Seidita, regista della nuova web serie Second Chance Italian.
- ↑ Stephan, Katcy (March 28, 2024). „A Simple Favor 2 Adds Allison Janney“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 March 2024. ციტირების თარიღი: March 29, 2024.
- ↑ Video. ციტირების თარიღი: 13 July 2020
- ↑ dark room album songs - Google Search.
- ↑ Aurumroma.
- ↑ katiegarrity. (5 June 2020) Michele Morrone Opened up About How Hard His Divorce Was on Him en-US. ციტირების თარიღი: 4 June 2022
- დაბადებული 3 ოქტომბერი
- დაბადებული 1990
- იტალიელები
- მსახიობები
- მომღერლები
- იტალიელი კაცები საქმიანობის მიხედვით
- იტალიელი მსახიობები
- იტალიელი მსახიობები საუკუნის მიხედვით
- იტალიელი მომღერლები
- იტალიელი მომღერალი კაცები
- მსახიობები ანბანის მიხედვით
- მსახიობები ეროვნების მიხედვით
- მსახიობები სფეროებისა და ქვეყნების მიხედვით
- მსახიობები სფეროების მიხედვით
- მსახიობები საუკუნისა და ქვეყნის მიხედვით
- მსახიობები ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის მიხედვით
- მომღერლები ენების მიხედვით
- მომღერლები ეროვნების და ჟანრის მიხედვით
- მომღერლები ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით