მიკადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიკადო  (იაპონ. 帝御門, „იმპერატორის ჭიშკარი“) — უძველესი ტიტული, რომლითაც მიმართავდნენ იაპონიის უმაღლეს საერო მმართველებს. ძველი ტერმინი, „ტენნო“ (ცის შვილი), აღნიშნავდა არა მარტო მონარქს, არამედ მის სახლს, კარს და სახელმწიფოს. ახლა ეს ტერმინი აღარ იხმარება, რადგან ამოიღეს ოფიციალური დოკუმენტებიდან.

ჰიროჰიტომ, იაპონიის 124-ე იმპერატორმა, მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, მოწინააღმდეგეების დაჟინებით, აღიარა მითებსა და ლეგენდებზე დაფუძნებული იმპერატორის ღვთაებრივი წარმოშობა ცრურწმენად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]