მიინა ჰიარმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიინა ჰიარმა
Miina Härma.jpg
ბიოგრაფია
დაიბადა 9 თებერვალი 1864
ლივონია
წარმოშობა ესტონეთის დროშა ესტონეთი
გარდაიცვალა 16 ნოემბერი, 1941 (77 წლის)
ტარტუ, ტარტუმაა, ესტონეთი
საქმიანობა დირიჟორი
კომპოზიტორი
ლოტბარი
მუსიკის მასწავლებელი

მიინა ჰიარმა (ესტ. Miina Härma; 1935 წლამდე მიინა ჰერმანი; დ. 9 თებერვალი, 1864 — გ. 16 ნოემბერი, 1941) — ესტონელი კომპოზიტორი, ორგანისტი, საგუნდო დირიჟორი.

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიინა ჰიარმა დაიბადა მუსიკოსისა და პედაგოგის ოჯახში. დადიოდა ტარტუს სკოლაში. 15 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოსა და კომპოზიციის გაკვეთილებზე სიარული ესტონელ კომპოზიტორთან და მწერალთან კარლა ავგუსტ ჰიარმასთან (ნათესავი არ იყო).

1883 წლიდან 1890 წლამდე მიინა ჰიარმა სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში ორღანსა (ლუი გომილიუსთან ერთად) და კომპოზიციას. სწავლის დასრულების შემდეგ ის დარჩა სანქტ-პეტერგურგში. იქ მიინა მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად და ორღანისტად. ის ატარებდა კონცერტებს საზღვარგარეთ.

1894 წელს ჰიარმა დაბრუნდა ტარტუში. იქ მუშაობდა ორღანისტად და დააარსა პრესტიჟული შერეული გუნდი (1920 წელს „Miina Hermanni Lauluseltsi segakoor“).

1903 წლიდან 1915 წლამდე ცხოვრობდა კრონშტადტში, სადაც ძირითადად მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ისევ დაბრუნდა ტარტუში. 1917 წელს გახდა ქალთა გიმნაზიაში მუსიკის მასწავლებელი, სადაც მუშაობდა 1929 წლამდე. ამავე დროს, ის იყო ჟურნალ „Eesti Muusika Kuukirja“-ის მთავარი რედაქტორი და „ტარტუს მუსიკალური ხელოვნების ასოციაციის“ თავმჯდომარე (ესტ. Tartu Helikunsti Selts)[1][2]. 1919 წელს სხვა მუსიკოსებთან ერთად დააარსა უმაღლესი სამუსიკო სკოლა ტარტუში. 1939 წელს იგი აირჩიეს ტარტუს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად და გახდა ტალინის კონსერვატორიის საპატიო პროფესორი[3].

მიინა ჰიარმა სიკვდილამდე ცხოვრობდა ტარტუში. დაკრძალულია რაადის სასაფლაოზე. 1965 წელს ესტონელმა მოქანდაკემ ალექსანდერ ელერმა დადგა გრანიტისგან გაკეთებული საფლავის ქვა მიინას საფლავზე.[4] 1964 წლიდან ქალთა გიმნაზია, სადაც 1917 წლიდან ასწავლიდა მიინა ჰიარმა, ატარებს მის სახელს .[5] 1984 წელს მისი ძეგლი დადგეს გიმნაზიის პირადპირ. 2014 წელს გამოუშვეს მიინა ჰიარმას სამახსოვრო მონეტა, ესტონეთის ევრო, რაც მიძღვნილი იყო მიინა ჰიარმას 150 წლის იუბილესადმი.

მუსიკალური ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიინა ჰიარმა ცნობილია არა მხოლოდ ორღანისტად და ესტონეთის მუსიკლაური ცხოვრების აქტიურ მონაწილედ, არამედ, როგორც კომპოზიტორად და ესტონეთის საფესტივალო სიმღერებისა გუნდის (ხოროს) ხელმძღვანელად. მან დაწერა დაახლოებით 200 საგუნდო ნაწარმოები, სხვადასხვა ლირიკული ტონებით. გარდა ამისა, მან დაწერა საგუნდო სიმღერების სამი წიგნი, ათი კავატინა, კანტატა „კალევი და ლინდა“ (1895), რამდენიმე ცნობილი არანჟირება ტრადიციული სიმღერებისა და ზინგშპილი „Murueide tütar“ (1902)[6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Leida Kalling-Kant, Miina Härmaga enne ja nüüd, Tulimuld nr 1, 1964, lk 29
  2. Eesti nõukogude entsüklopeedia, 3. köide, lk 510/511, Tallinn: Valgus, 1988
  3. Eesti elulood.
  4. http://info.raad.tartu.ee/muinsus.nsf/0/ED24B00FB7FDBC59422568D200382BED
  5. http://mhg.tartu.ee/index.php?option=com_content&view=article&id=50&Itemid=58
  6. Artur Vahter, Miina Härma, lk 149 – 153, Tallinn: Eesti Raamat, 1971