მითქმა-მოთქმის კონტროლის ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მითქმა-მოთქმის კონტროლის ცენტრები (ინგლ. Rumor control centers) — საზოგადოებრივი სამსახურის ტიპი, რომლის მიზანი სწორი ინფორმაციის გავრცელებაა (თუ ასეთი რამ შესაძლებელია არსებობდეს) კრიზისის, ტერორისტული თავდასხმის, ბუნებრივი კატაკლიზემის ან სხვა სამოქალაქო უწესრიგობის პერიოდში. სამსახურის მთავარი ფუნქციაა სატელეფონო ცენტრის ოპერირება, დაინტერესებული მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გასაცემად, რაც ზოგადად გამოწვეულია მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის სიმწირით ან მითქმა-მოთქმით. მუდმივი მითქმა-მოთქმის კონტროლის ცენტრები ემსახურება სპეციფიკური არეალის ადგილობრივ მოსახლეობას და ისინი ხშირად კერძო ინციდენტების გამო იქმნება.

თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა, როგორიცაა ადგილობრივი ინტერნეტ-საიტები და რეგიონული 24-საათიანი სამაუწყებლო არხები, ამგვარი სამსახურების ეფექტურობა შეამცირა. თუმცა, მეორე მხრივ, ტექნოლოგიები, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, მოკლეტექსტური შეტყობინებები და მისთანა კრიზისის პერიოდში მითქმა-მოთქმის გავრცელებას უფრო აჩქარებს.

მაგ. ქალაქ ბალტიმორს, მერილენდი, მუდმივმოქმედი მითქმა-მოთქმის კონტროლის ცენტრი აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rumor Control - an extensive article from the Beyond Intractability Knowledge Base Project at the University of Colorado
  • Rumor Control - a discussion with the director of Baltimore's Rumor Control Center