მითრიდატული ომები
მითრიდატული ომები — რომსა და პონტოს შორის გამართული სამი ომი ძვ. წ. I საუკუნეში. ამ ომებს მითრიდატე VI-ს სახელი ეწოდა, რომელიც პონტოს მეფე იყო აღნიშნულ პერიოდში. ომები რომის რესპუბლიკის აღმოსავლეთით, საბერძნეთსა და მცირე აზიაში მიმდინარეობდა.
- პირველი მითრიდატული ომი (ძვ. წ. 89–84 წწ.)
- მეორე მითრიდატული ომი (ძვ. წ. 83–81 წწ.)
- მესამე მითრიდატული ომი (ძვ. წ. 74–63 წწ.)