მითრიდატე I (პართია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მითრიდატე I
პართიის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 171
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 138
წინამორბედი: ფრაატ I
მემკვიდრე: ფრაატ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: უცნობია
დინასტია: არშაკიდების დინასტია

მითრიდატე Iპართიის მეფე არშაკიდების დინასტიიდან. მითრიდატე I სამეფო ტახტზე მისი ძმის ფრაატ I-ის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 171 წელს და დასრულდა ძვ. წ. 138, მისი მამა პართიის მეფე ფრიაპატი იყო. მისი მეფობის დროს პართია მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცა, რაც განპირობებული იყო აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით ქვეყნის საზღვრების გაფართოებით. მისი მეფობის დროს აიღეს პართიელებმა ჰერათი, ბაბილონეთი, მიდია და პერსისი. მის მიერ წარმოებული დამპყრობლური ომების სიმრავლისა და რელიგიური ტოლერანტობის გამო, მას ხშირად ბევრ დიდ მეფესაც ადარებდნენ, მათ შორის აქემენიანთა იმპერიის მეფე კიროს II დიდს. მითრიდატეს შემდეგ პართიის სამეფო ტახტზე ფრაატ II ავიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]