მიზითხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიზითხი — წარმართული ხანის ხალხური რიტუალური ცეკვა. გავრცელებული იყო აფხაზეთში. ცეკვავდნენ გაზაფხულის პირველი ყვავილობის დღესასწაულზე, ეძღვნებოდა „მიზითხს“ — ტყის ღმერთს. ყოველწლიურად დღესასწაულის წინა ღამეს ხალხი გადიოდა ტყეში სიმღერითა და თოფის სროლით. მზის ამოსვლის შემდეგ ბრუნდებოდნენ ყვავილებით მორთულ სოფელში. წინ მუხის ფოთლების გვირგვინით შემკული მოხუცი ქალები მიუძღოდნენ. ყვავილებს მიზითხის სამსახვერპლოს კვარცხბეკზე აწყობდნენ. იმართებოდა ჯირითი, ყაბახი. გამარჯვებულს უფლება ეძლეოდა კვარცლბეკიდან ერთი ყვავილი აეღო და ეცეკვა ამ ყვავილის მომტან ქალთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]