მიეკო კავაკამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიეკო კავაკამი
იაპონ. 川上未映子
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1976(1976-08-29)[1] [2] (47 წლის)
დაბადების ადგილი Jōtō-ku, ოსაკის პრეფექტურა, იაპონია[3] ან ოსაკა[3]
საქმიანობა რომანისტი, მომღერალი[3] , პოეტი, მწერალი[3] , მუსიკოსი და ბლოგერი[3]
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა  იაპონია
ალმა-მატერი Nihon University, Osaka Municipal Kogei High School და Q11440704?
ჯილდოები აკუტაგავას პრემია[4], Q11363111?, Murasaki Shikibu Prize, ტანიძაკის პრემია, Junichi Watanabe Award, Mainichi Publication Culture Award და იომიურის პრემია
მეუღლე Kazushige Abe
საიტი mieko.jp

კავაკამი მიეკო (დ. 29 აგვისტო, 1976) — იაპონელი მწერალი და პოეტი ოსაკიდან. მისმა ნამუშევრებმა მოიპოვა იაპონიის პრესტიჟული ლიტერატურული პრემიები სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის აკუტაგავას პრიზი ნოველისათვის „მკერდები და კვერცხები“,[5] 2013 წლის ტანიძაკის პრემია მისი მოთხრობების კრებულისთვის „სიყვარულის სიზმრები“ [6] და 2008 წლის ნაკაჰარა ჩიას სახელობის პრიზი თანამედროვე პოეზიისათვის.[7] მიეკო კავაკამიმ სახელი გაითქვა იაპონიაში ქალის ცხოვრების შესახებ საუბრით და ამით გამოირჩევა სხვა ნებისმიერი ცოცხალი ავტორისგან. მისი ნაწარმოები „მკერდი და კვერცხები“, რომლებიც თავდაპირველად ბლოგად დაწერილი იყო მისი მშობლიური ოსაკას მკაცრი დიალექტით, მშრომელთა კლასის ქალებს მოსცილდა და გამოქვეყნდა 2008 წელს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავაკამი მუშაობდა ბარის დიასახლისად და წიგნების მაღაზიის მდივნად, სანამ მომღერლის კარიერას შეუდგებოდა.[8] კავაკამიმ გამოუშვა სამი ალბომი და სამი სინგლი, როგორც მომღერალმა, მაგრამ 2006 წელს მან მიატოვა სასიმღერო კარიერა.[9]

2008 წელს მიიღო აკუტაგავას პრემია ნაწარმოებისთვის „მკერდები და კვერცხები“. პრემიის მიღებამდე კი კავაკამი ცნობილი იყო იაპონიაში როგორც ბლოგერი.[8] მის პოპულარულ ბლოგზე მნახველების რაოდენობამ პიკს მიაღწია და მათი რაოდენობა დღეში 200,000-ზე მეტი იყო.[10]

კავაკამის პირველმა სრულმეტრაჟიანმა რომანმა, სახელწოდებით ზეცა ( Hevun ), 2010 წელს მოიპოვა მურასაკი შიკიბუს სახელობის ლიტერატურის პრემია.[11] 2012 წლის მარტში გამოჩნდა მისი მოთხრობის „მარტის ძაფის“ ინგლისური თარგმანი: ესეების და მოთხრობების კრებული 2011 წელს წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს მიწისძვრისა და ცუნამის შესახებ.[12]

2016 წელს იგი შეარჩიეს საუკეთესო ახალგაზრდა იაპონელ რომანისტებს შორის იმავე წელს დაწერილი მოთხრობისთვის „მარის სიყვარულის მტკიცებულება“.

2015 წლიდან 2017 წლამდე კავაკამიმ ჩაატარა ინტერვიუების სერია ჰარუკი მურაკამისთან, სადაც მან ჰკითხა ქალისა და სექსუალიზაციის შესახებ.[13] ამ ინტერვიუების რედაქტირებული ტომი გამოცემულია სახელწოდებით ჰარუკი მურაკამი: გრძელი, გრძელი ინტერვიუ ( Mimizuku wa Tasogare ni Tobitatsu ), რომელიც გამოქვეყნდა 2017 წელს.

მიეკო კავაკამის რომანი, ქალბატონი ყინულის სენდვიჩი, შევიდა ლიტერატურული ასოციაციების გრან-პრის 2018 წლის გამოცემაში.[14]

2020 წელს Europa Editions–მა გამოაქვეყნა მკერდები და კვერცხები და დიდი მოწონება დაიმსახურა. New York Times–მა გამოაქვეყნა ქეთი კიტამურას მიმოხილვა გამოქვეყნების დღეს, სადაც იგი აღნიშნავს: „მიეკო კავაკამი სენტიმენტალობის გარეშე, ზუსტად აღწერს ქალების ცხოვრებას“

წერის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავაკამის მწერლობაში ხშირად გამოიყენება ოსაკა-ბენი, იაპონური გამორჩეული დიალექტი, რომლითაც ლაპარაკობენ ოსაკაში და მიმდებარე ქალაქებში. იგი ასევე აერთიანებს ექსპერიმენტულ და პოეტურ ენას თავის მოთხრობებსა და რომანებში და ლიტერატურულ გავლენებად მოიხსენიებს ლიდია დევისსა და ჯეიმზ ჯოისს .[9] ცნობილი იაპონელი ავტორი ჰარუკი მურაკამი მას თავის საყვარელ ახალგაზრდა რომანისტს უწოდებს [15] და აღწერს მის მწერლობას, როგორც „მუდმივად მზარდს და განვითარებადს“.[16][17]

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 ქწლა მიიღპ ცუბუჩის შოოოს პრემია ახალგაზრდა განვითარებადი მწერლებისთვის, ნაწარმოებისათვის ჩემი ეგო-კოეფიციენტი, ჩემი კბილები და მსოფლიო ( Watakushi ritsuin hā, mata wa sekai ) [18]

2008 წელს მიიღო აკუტაგავას პრიზი ნაწარმოებისათვის მკერდები და კვერცხები (Chichi to ran ) [5]

2010 წელს - მურასაკი შიკიბუს პრემია ზეცისთვის ( Hevun ) [11]

2013 ტანიძაკის პრემია სიყვარულის სიზმრები და ა.შ. ( Ai no yume to ka ) [6]

2016 ვატანაბე ჯუნიჩიროს პრიზი შემოსავალისთვის ( Akogare ) [19]

2019 წლის მიანიჩის კულტურის პრემია ნაშრომისთვის „ზაფხულის ისტორიები“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Czech National Authority Database
  4. http://www.bunshun.co.jp/shinkoukai/award/akutagawa/list.html
  5. 5.0 5.1 „Mieko Kawakami: From blogger to global novelist“. The Christian Science Monitor.
  6. 6.0 6.1 Tanizaki Jun'ichiro Prize. Books from Japan. ციტირების თარიღი: June 17, 2018
  7. 第14回中原中也賞が川上未映子さんの『先端で さすわ さされるわ そらええわ』に決定しました. Yamaguchi City. ციტირების თარიღი: June 17, 2018
  8. 8.0 8.1 „Writer blogs her way to top literary prize“. Japan Times.
  9. 9.0 9.1 „J-pop singer turned writer“. The Straits Times.
  10. McNeill, David. „Young commuter bloggers snatch Japan's literary laurels“. The Independent.
  11. 11.0 11.1 紫式部文学賞. 宇治市図書館. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 22, 2023. ციტირების თარიღი: June 21, 2018
  12. Kawakami, Mieko (2012). March was Made of Yarn: Reflections on the Japanese Earthquake, Tsunami, and Nuclear Meltdown. 
  13. Kashiwazaki, Kan (June 16, 2017). „Haruki Murakami talks of how he goes with the flow“. Asahi Shimbun. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 27, 2018. ციტირების თარიღი: ნოემბერი 10, 2020.
  14. GPLA 2018 Finals: Maybe the Year of English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-01. ციტირების თარიღი: 2020-11-10.
  15. Murakami, Haruki. (October 4, 2017) Haruki Murakami on his favorite young novelist. Literary Hub. ციტირების თარიღი: June 17, 2018
  16. Janney, Matthew. (January 5, 2018) " Why Mieko Kawakami is the One Japanese Writer You Should Be Reading. The Culture Trip. ციტირების თარიღი: June 17, 2018[მკვდარი ბმული]
  17. https://www.theguardian.com/books/2020/aug/18/mieko-kawakami-interview-breasts-and-eggs-haruki-murakami
  18. 第一回 早稲田大学坪内逍遙大賞選考委員会 japanese. Waseda University (September 25, 2007). ციტირების თარიღი: June 21, 2018
  19. „第1回渡辺淳一文学賞に川上未映子さん“ (japanese). March 31, 2016.