მიდელაურების ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიდელაურების ციხე, კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოროღოს სამხრეთით, 0,7 კილომეტრზე. ნასოფლარ მიდელაურთკარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება X-Xl საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია (4,8 x 6,9 მეტრი), ნაგებია დიდი ზომის (ზოგიერთი ქვის სიგრძე 2 მეტრს აღწევს), ერთმანეთს კარგად მორგებული, ზედაპირმოსწორებული ქვებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ 6 მეტრ სიმაღლეზე. კოშკის სწორ (სამხრეთ) კედელში, მიწიდან 2,5 მეტრ სიმაღლეზე, წყობის ერთ-ერთ ქვაზე, რომელზეც ასომთავრული წარწერის ნაწილია შემორჩენილი, დაბალი რელიეფით გამოსახულია ადამიანის ორი სქემატური სახე (მზისა და მთვარის სიმბოლოები), რომლებიც ერთმანეთს მშვილდისებრი ფორმის რკალით უკავშირდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]