მიდელაურების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიდელაურების ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოროღოს სამხრეთით, 0,7 კილომეტრზე. მდინარე ხადისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ მიდელაურთკარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,7 x 3,6 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია გადახურვა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე მაღალი, ერთადერთი სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ჩრდილო კედელში - ერთი. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]