შინაარსზე გადასვლა

მიგელ ერანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერანი 2025 წელს

მიგელ ანხელ გარსია დე ლა ერანი (ესპ. Miguel Ángel García de la Herrán; დ. 25 აპრილი, 1996, ესპანეთი) — ესპანელი მსახიობი.

ერანი დაიბადა მალაგაში 1996 წლის 25 აპრილს და გაიზარდა მადრიდში, ჩამბერის უბანში.[1] მისი დებიუტი კინოში შედგა 2015 წელს დარიოს როლით კინოფილმში „A cambio de nada“ (2015), რისთვისაც მიიღო გოიას პრემია საუკეთესო ახალბედა მსახიობისთვის.

2017 წელს იგი შეარჩიეს ანიბალ კორტესის (კოდური სახელი „რიო“) როლზე სერიალში „ქაღალდის სახლი“, რომელიც თავდაპირველად გადაიცემოდა Antena 3-ზე და მოგვიანებით შეიძინა Netflix-მა. 2018 წელს მან ითამაშა ქრისტიან ვარელა Netflix-ის ტელესერიალში „Élite“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]