მიასი (მდინარე)
იერსახე
| მიასი | |
|---|---|
|
მდინარე ჩელიაბინსკში | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ბაშკირეთი, ჩელიაბინსკის ოლქი, კურგანის ოლქი |
| ქალაქები | მიასი, ჩელიაბინსკი |
| სათავე | 54°47′09″ ჩ. გ. 59°37′16″ ა. გ. / 54.78583° ჩ. გ. 59.62111° ა. გ. |
| შესართავი |
ისეტი 56°05′39″ ჩ. გ. 64°30′01″ ა. გ. / 56.09417° ჩ. გ. 64.50028° ა. გ. |
| სიგრძე | 658 კმ |
| აუზის ფართობი | 21 800 კმ² |
| მდინარის სისტემა | ისეტი → ტობოლი → ირტიში → ობი → კარის ზღვა |
| წყალსაცავი | არგაზის წყალსაცავი |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 15,4 მ³/წმ |
|
| |
მიასი (რუს. Миасс) — მდინარე რუსეთში, ჩელიაბინსკისა და კურგანის ოლქებში, სათავე ბაშკირეთში აქვს; ისეტის (ირტიშის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 658 კმ, აუზის ფართობი 21 800 კმ². სათავეს იღებს ურალთაუს ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მიედინება ჩრდილოეთის მიმართულებით, ილმენის დასავლეთ მთისძირში, შემდეგ იმიერურალეთისა და დასავლეთ ციმბირის ვაკეებზე. იკვებება უპირატესად თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის აპრილ – მაისში. საშუალო ხარჯი შესართავიდან 24 კმ-ში 15,4 მ³/წმ-ია. ჩამონადენი რეგულირდება რიგი მცირე ზომის წყალსაცავის საშუალებით (ყველაზე მნიშვნელოვანი — არგაზის წყალსაცავი). იყინება ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში, ლღვება აპრილში. მიასის წყალი გამოიყენება სამრეწველო საწარმოების წყალმომარაგებისთვის. მდინარეზეა ქალაქები: მიასი, ჩელიაბინსკი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Миасс // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 16 — М., 1974.