მთლიანთავიანები
იერსახე
მთლიანთავიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Chimaera cubana | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Holocephali | ||||||||||||
|
მთლიანთავიანები (ლათ. Holocephali) — ხრტილიანი თევზების ქვეკლასი, მათი სხეულის სიგრძე 1,5 მ აღწევს. აქვთ ხრტილოვანი ჩონჩხი. ზედა ყბა მთლიანად შეზრდილია ტვინის ქალასთან (აქედან სახელწოდება). ნამარხი მთლიანთავიანები ცნობილია გვიანდელი დევონური ეპოქიდან. ფიქრობენ, რომ მთლიანთავიანები წარმოიშვნენ ამომწყდარი ზვიგენისებრი წინაპრებისაგან და წარმოადგენენ გვერდით ფილოგენეზურ შტოს. თანამედროვე მთლიანთავიანები ეკუთვნიან ქიმერების რიგს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 674.