მთისძირის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მთისძირის განძი, ვერცხლის ქუფური მონეტების განძი (300 ცალზე მეტი), რომელიც იპოვეს 1952 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. მთისძირში. მასში თავმოყრილია ომაიანი და აბასიანი ხალიფების სახელით სახალიფოს სხვადასხვა ზარაფხანაში (მათ შორის ამიერკავკასიისაც) მოჭრილი დირჰემები და ხოსრო (590-528) სასანიანის 3 დრაქმა. განძი ჩაფლული უნდა იყოს IX საუკუნის I მეოთხედში. დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯალაღანია ი., ქუფური მონეტების ტოპოგრაფია საქართველოში, თბ., 1972;
  • მისივე, საქართველოს სამონეტო განძები, ტ. 1, თბ., 1976;
  • ჯალაღანია ი., ქსე, ტ. 6, გვ. 672-673, თბ., 1983