მთვარის კურდღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მთვარის კურდღელი — მითიური ფიგურა. კირდღელი, რომელიც მთვარეზე ცხოვრობს აღმოსავლეთი აზიის ფოლკლორში. მითი ეფუძვნება მთვარეზე არსებული მუქი ლაქების კურდღელთან მიმსგავსებას. მითი წარმოიშვა ჩინეთში, შემდეგ გავრცელდა აზიის სხვა კულტურებში [1]დაარქივებული 2012-05-03 საიტზე Wayback Machine. . მთვარის კურდღელს ასევე "ნეფრიტის კურდღელს" ან "ოქროს კურდღელს" უწოდებენ, ჩინელი პოეტები ამ სიტყვებით მთვარეს აღწერენ. ჩინურ ფოლკლორში კურდღელი ხშირად გამოსახულია, როგორც მთვარის ქალღმერთის შენგენის თანმხლები, რომელიც მუდმივად ამზადებს მისთვის სიცოცხლის ელექსირს ან წამალს მოკვდავებისთვის; იაპონურ და კორეულ ვერსიებში კურდღელი მოჩის ან სხვა სახის ბრინჯის ნამცხვარს ამზადებს. მსგავსი მითები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშიც არსებობდა, თუმცა მათ შორის კავშირი არ არსებობს.

ფოლკლორში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდისტურ ჯატაკას კრებულში ამბავი 316 მოგვითხრობს, რომ მაიმუნმა, წავმა, ტურამ და კურდღელმა სავსე მთვარის დღეს გადაწყვიტეს ქველმოქმედების გაწევა დიდი ჯილდოს მოლოდინში. მათთან მოხუცი მივიდა საჭმლის სათხოვნელად. მაიმუნმა მისთვის ხეებიდან ხილი, წავმა თევზი შეაგროვა, ხოლო ტურამ იპოვა ხვლიკი და ქვაბი ხაჭოთი. კურდღელმა, რომელმაც მხოლოდ ბალახის შეგროვება იცოდა მოხუცს საკუთარი ხორცი შესთავაზა და ცეცხლში ჩახტა, მაგრამ კურდღელი არ დაიწვა. მოხუცი სამოთხის მეფე საქრა აღმოჩნდა, მან გააოცა კურდღლის კეთილშობილებამ და მან მისი გამოსახულება მთვარეზე დახატა ყველას სანახავად. ლეგენდის თანახმად, კურდღლის გამოსახულებას დღესაც კვამლი ასდის. კურდღელი ბუდისტურ წმინდანად ითვლება. მსგავსი მითი იაპონიაში, კორეაში და აზიის სხვა ქვეყნებშიც.

ვიეტნამში ლეგენდა ნეფრიტის კურდღელზე შემოდგომის ფესტივალებთან ასოცირდება. მთვარის კურდღელი, მთვარის ქალბატონი და მთვარის კაცი კუოი დღესასწაულის სიმბოლოები არიან, ფესტივალის დღეს ისინი დედამიწაზე ჩამოდიან და ბავშვებს საჩუქრებს და მთვარის ნამცხვრებს ურიგებენ.

ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღმერთი კეცალკოატლი ჯერ კიდევ ადამიანის ფორმაში დედამიწაზე მოგზაურობდა, ძალიან მოშივდა, მაგრამ საჭმელს ვერ პოულობდა და ეგონა, რომ მოკვდებოდა. მის გადასარჩენად კურდღელმა ღმერთს თავისი ხორცი შესთავაზა. ამისთვის მადლიერმა კეცალკოატლმა კურდღელის გამოსახულება მთვარეზე დახატა.

სხვა ლეგენდის თანახმად მზის შესაქმნელად თავმდაბალი ღმერთი ნახახუაცინი შეუყოვნელად დაიწვა ცეცხლში, მდიდარი ღმერთი ტეკიცტეკატი კი შეუშინდა ასეთ ბედს და ოთხჯერ შეყოვნდა სანამ თავისი თავი დაწვა. ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ მშიშარა ტეკიცტეკატა არ უნდა კაშკაშებდეს ნახახუაცინივით და მთვარის შუქი კურდღლის გამოსახულებით დაფარეს. სხვა ვერსიით ტეკიცტეკატამ მთვარის ფორმის მისაღებად თავი კურდღლის ფორმაში გაწირა და მთვარეზე მისი ჩრდილი ჩანს.

ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთით, კანადის და აშშ-ს ჩრდილოეთით მცხოვრებ ტომებში გავრცელებულია სხვა ისტორია. პატარა კურდღელს მთვარეზე დაჯდომა მოუნდა, მის დახმარებაზე მხოლოდ წერო დათანხმდა. წერო მთვარემდე მისაღწევად გაიწელა და გრძელი ფეხები მის შემდეგ გაუჩნდა. ასადგომად და მთვარეზე დასაჯდომად კურდღელმა სისხლიანი თათი წეროს თავზე დადო, რის შემდეგაც წეროს თავზე წითელი წერტილი აქვს. უღრუბლო ღამეს დღესაც ჩანს მთვარეზე აყვანილი კურდღელი.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wickremeratne, Swarna (February 2012). Buddha in Sri Lanka: Remembered Yesterdays. ISBN 978079148114
  2. https://edition.cnn.com/2019/01/02/health/china-lunar-rover-far-moon-landing-intl/index.html
  3. https://web.archive.org/web/20070706235057/http://ignca.nic.in/jatak003.htm
  4. https://web.archive.org/web/20070927223254/http://www.otani.ac.jp/yomu_page/b_yougo/221.html
  5. https://www.guokr.com/article/437661/
  6. Abbott, Gerry (2000). The Folk-Tales of Burma: An Introduction. ISBN 9004118128.